
ესკალატორები და ტრავოლატორები თანამედროვე ხალხმრავალი საზოგადოებრივი სივრცის განუყოფელი ნაწილია. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მოძრაობას ავტომატურად მოძრავი კიბისა თუ ბილიკის დახმარებით. და, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მოდელები აღჭურვილია უსაფრთხოების მრავალსაფეხურიანი სისტემებით, მათი გამოყენება მაინც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. თუმცა, უბედური შემთხვევების უმეტესობა მგზავრების შეუსაბამო საქციელითაა გამოწვეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ გარკვეულ წესებს დაიმახსოვრებთ და სამომავლოდ დაიცავთ, ესკალატორით თუ ტრავოლატორით მგზავრობას მაქსიმალურად უსაფრთხოდ შეძლებთ.
ამ სტატიის მიზანი სწორედ ისაა, დეტალურად ახსნათ უსაფრთხო ქცევის წესები და თავიდან აგარიდოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები.
პირველ რიგში, მოძრაობისას უნდა დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი:
– დარწმუნდით, რომ სანამ ესკალატორსა თუ ტრავოლატორზე დადგებით, ფეხსაცმლის თასმები საიმედოთ შეკრული გაქვთ;
– დადექით საფეხურის ცენტრში, ყვითელი გამაფრთხილებელი ხაზების შიგნით;
– მოკიდეთ ხელი მოაჯირს, თუ გაქვთ შესაძლებლობა;
– დარწმუნდით, რომ ტანსაცმლის გრძელი ნაწილი, მაგალითად შარფის კუდი ან კაბის ძირი, არ არის კონტაქტში მოძრავ ნაწილებთან;
– განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს: ისინი თქვენს წინ უნდა იდგნენ, საფეხურის შუაში და იცავდნენ იგივე წესებს.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საფრთხე საფეხურებსა და გვერდითა პანელს შორის ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის თასმის მოყოლაა. თანამედროვე ესკალატორი, როგორც წესი, აღჭურვილია დამცავი ჯაგრისებით, რომლებიც ფეხს უსაფრთხო დისტანციაზე აჩერებს – ნუ გადააბიჯებთ.
უსაფრთხოება იწყება წარმოებისა და მონტაჟის ეტაპიდან. სანდო კომპანიები იცავენ მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს ყველაფერს, მასალების ხარისხიდან უსაფრთხოების მექანიზმების დიზაინამდე. საგანგებო სიტუაციებისთვის, თითოეული სისტემა აღჭურვილია ადვილად შესამჩნევი გაჩერების ღილაკით.
ჰორიზონტალური გადაადგილებისთვის განკუთვნილი მოძრავი ბილიკებზე განსაკუთრებულ ყურადღება გმართებთ თუ ბარგით ან საბავშვო ეტლთან ერთად მგზავრობთ. დარწმუნდით, რომ ჩემოდნისა თუ ეტლის ბორბლები მყარად დგას სამგზავრო ზოლზე, თან ისე რომ ღრიჭოებთან არ აქვს კონტაქტი. ისევე, როგორც ესკალატორი, თანამედროვე ტრავოლატორიც აღჭურვილია უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა ფუნქციით, მაგრამ თუ მგზავრი უდიერად იქცევა, იზრდება დაშავების რისკიც. მაგალითად, აუცილებელია მგზავრობისას გახსოვდეთ, რომ ესკალატორზე თუ ტრავოლატორზე ჩამოჯდომა ან, პირიქით, სირბილი კატეგორიულად დაუშვებელია. საჭიროა ან ადგილზე დგომა, ან ნელი, გამოზომილი ტემპით მოძრაობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს – თუ ბავშვი ჰიპერაქტიულია ან ძალიან დაიღალა, მაღალია შანსი ეს წესი დაარღვიოს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს. ამ დროს თქვენი პასუხისმგებლობაა წესების დაცვის უზრუნველყოფა, თუნდაც ბავშვმა იჭირვეულოს.
საქართველოში საიმედო, მაღალი ხარისხის ესკალატორებისა და ტრავოლატორების მონტაჟისა და სერვისის სფეროში გამორჩეული პროვაიდერია CLC Elevator. მართალია უპირველეს რიგში ცნობილია, როგორც ბაზარზე ლიდერი ლიფტების კომპანია, მაგრამ შემოთავაზებულ სერვისებში კონვეიერული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებიც შედის. CLC-ის დამონტაჟებული თითოეული სისტემა, იქნება ეს ლიფტი თუ ესკალატორი, გადის მრავალჯერად ტესტირებას სანამ ექსპლუატაციაში ჩაეშვება, შემდეგ კი რეგულარულ ტექნიკურ შემოწმებას. ეს პროცესი უზრუნველყოფს მექანიზმის მაქსიმალურად გამართულ და უსაფრთხო მუშაობას გრძელვადიან პერიოდში.
ესკალატორები და ტრავოლატორები ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია 21-ე საუკუნეში, მაგრამ გახსოვდეს: უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მხოლოდ უშუალოდ ტექნოლოგიებზე, არამედ მომხმარებლების მიერ ქცევის წესების დაცვაზეც.