
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ციფრული სერვისების განვითარებას. ამ მიზნით, ბანკმა საჩუქრების კამპანია დაიწყო, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებისთვის არაერთ უპირატესობას აერთიანებს.
კამპანიის ფარგლებში, ყველა მონაწილე ბიზნესს საჩუქრად გადაეცემა Mastercard ბიზნეს ბარათი, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხება (მაქსიმუმ 500 ლარამდე). ბარათის გამოყენება შესაძლებელია როგორც ყოველდღიური ხარჯებისთვის, ისე სხვადასხვა ციფრული თუ საოპერაციო საჭიროებისთვის.
გარდა Mastercard ბარათისა, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ 3 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე გაააქტიურონ ბიზნეს ნაკრები M, რომელიც მოიცავს მოთხოვნად საბანკო სერვისებს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის — მეშვეობით.
კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ერთი ბენეფიტი შემდეგიდან:
- გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში (სახაზინოს ჩათვლით) — საკომისიოს გარეშე;
ან - გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში — საკომისიოს გარეშე.
გარდა აღნიშნულისა, ყველა მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას განახორციელებს, მიიღებს:
- 100 ლარს (ყოველი მე-1000 ტრანზაქცია);
- 12 500 ლარს (ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია).
გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.
„საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ციფრულ სერვისებს, ვეძებთ ახალ გზებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის და უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის. სწორედ ამიტომაც, საჩუქრების კამპანიის ფარგლებში ჩვენ ბიზნესებს ვთავაზობთ არაერთ უპირატესობას, უფასო სერვისებისა თუ დამატებითი ფულადი რესურსების სახით. განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ბიზნესის დაწყების მსურველებს დღეს უკვე შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის ხუთ ფილიალში მიიღონ შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსი და იქვე გახსნან ანგარიში, რითაც ავტომატურად ჩაერთვებიან კამპანიაში“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და 30 სექტემბრამდე გახსნიან მას დისტანციურად;
- იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ და გახსნიან ბიზნეს ანგარიშს;
- იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.
Mastercard ბიზნეს ბარათის მიღება და კამპანიაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ბიზნეს მობილბანკიდან, ისე ინტერნეტბანკიდან. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ სულ რაღაც 2 წუთში.