28 აპრილიდან 8 მაისამდე პერიოდში კრწანისის ბაზაზე "NATO-საქართველოს სწავლება 2025" გაიმართება - იტალიის საელჩო

Primetime.ge 3 თვის წინ 10
28 აპრილიდან 8 მაისამდე პერიოდში კრწანისის ბაზაზე "NATO-საქართველოს სწავლება 2025" გაიმართება - იტალიის საელჩო
28 აპრილიდან 8 მაისამდე პერიოდში კრწანისის ბაზაზე "NATO-საქართველოს სწავლება 2025" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.დიპლომატიური უწყების ცნობით, "სწავლების მიზანია, წარმოაჩინოს NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობები და გამოცადოს ბრიგადა, რომელიც მეტწილად ქართველი და ნაწილობრივ საერთაშორისო სამხედრო პერსონალისგან შედგება".დიპლომატიური უწყების მიერ ქართულ ენაზე გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელდ გთავაზობთ:"საქართველოში გრძელდება NATO–ს აქტივობა კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების უნარების ინტეგრირების კუთხითიტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის სამხედრო მოსამსახურეთა დელეგაციას, რომელმაც დღეს თბილისში დაასრულა NATO-საქართველოს სწავლება-2025-ის მოსამზადებელი მეორე ეტაპი. სწავლება 28 აპრილიდან 8 მაისამდე კრწანისის ბაზაზე, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება.სწავლების მიზანია, წარმოაჩინოს NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობები და გამოსცადოს ბრიგადა, რომელიც მეტწილად ქართველი და ნაწილობრივ საერთაშორისო სამხედრო პერსონალისგან შედგება.იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა უკვე დაადასტურეს, არიან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და აშშ. სომხეთი დამკვირვებლად იქნება წარმოდგენილი.სწავლებას, რომელიც პირველად 2016 წელს ჩატარდა და ახლა მეოთხედ გაიმართება, უხელმძღვანელებს იტალიის შეიარაღებული ძალების ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ფლორენციის სარდლობა, რომელიც ახლახან NATO–ს მრავალეროვნული დივიზია-სამხრეთის ხელმძღვანელად დაინიშნა".
სრულად წაიკითხეთ სტატია