"ქართული ოცნების"
მხარდამჭერთა მსვლელობას
მმართველი გუნდის წევრები
შეუერთდნენ - პარლამენტის
დეპუტატობის კანდიდატი
"ქართული ოცნებიდან" პაატა
სალია ამბობს, რომ
საქართველო გარდამტეხი
არჩევნების წინაშე
დგას."საქართველო დგას
გარდამტეხი არჩევნების
წინაშე. სულ რამდენიმე
დღეში, 26-ში, მთელი
საქართველო უნდა
გამოვიდეს არჩევნებზე და
ხმა მისცეს მშვიდობას და
„ქართულ ოცნებას“.თქვენ
ხედავთ მოსახლეობის
განწყობას, ძალიან დიდი
რაოდენობაა ადამიანების
დღეს და მოხარული ვართ, რომ
მთელი საქართველო აქ არის
დღეს," - განაცხადა პაატა
სალიამ.პაატა სალია
მმართველი პარტიის
საარჩევნო კამპანიის
შემაჯამებელი ღონისძიების
მსვლელობაში მონაწილეობს.
ღონისძიების მთავარი და
პოლიტიკური ნაწილი 19:00
საათზე თავისუფლების
მოედანზე დაიწყება.
შეკრებილებს "ქართული
ოცნების" ლიდერები სიტყვით
მიმართავენ.