როგორი ამინდი იქნება
საქართველოში 1 თვის
განმავლობაში. - ამის
შესახებ სინოპტიკოსი,
ხათუნა ქოქოსაძე
"პრაიმტაიმთან" საუბრობს."15
მარტის ჩათვლით, უმეტესად
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ტემპერატურა
მნიშვნელოვნად მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში +26
გრადუსამდეც კი მოიმატებს
ტემპერატურა.აღმოსავლეთ
საქართველოში, 25 გრადუსი
დაფიქსირდება. ასევე მთიან
რაიონებშიც მოიმატებს
ტემპერატურა.მაღალმთიან
რაიონები, ფიქსირდება
ტემპერატურის მომატება 15, 16
გრადუსამდე. მაღალმთაში,
ღამის ტემპერატურა, ისევ
დაბალი რჩება, რაც ძალიან
კარგია, რადგან თოვლის
ინტენსიურ დნობას უკვეთ
შეაჩერებს.ზოგადად, მარტის
თვის მთლიანი პროგნოზი,
ნორმასთან შედარებით 2
გრადუსით მაღალია და
ნალექები, ნორმაზე
ნაკლებია. მარტი, ასეა თუ
ისე მაინც ცვალებადია.16-17
მარტს, დასავლეთ
საქართველოში, ველოდებით
ნოტიო მასების შემოსვლას
და ნალექიან ამინდს,
შესაძლებელია
იწვიმოს.თვის ბოლოსკენ,
ტემპერატურა +27 გრადუსს
მიაღწევს. დედაქალაქში,
უნალექო და მზიანი
ამინდებია მოსალოდნელი.
მარტის ბოლოს გაზაფხული
ძალაში შედის, ამიტომ თვის
ბოლოსკენ, კიდევ უფრო
საგრძნობი იქნება
გაზაფხულის
შემოსვლა",-ამბობს ხათუნა
ქოქოსაძე.