2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ჯამური
მოცულობა 32 მილიარდ 400
მილიონი ლარია, - განაცხადა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა
ხუციშვილმა პარლამენტის
სესიაზე, 2025 წლის ბიუჯეტის
პროექტის განხილვის
დროს.„2025 წლის ბიუჯეტი
დაგეგმილია შემდეგი
მაკროეკონომიკური
პარამეტრების
მიხედვით:რეალური
ეკონომიკური ზრდა 6,0%;·
მშპ-ის დეფლატორის
პროგნოზი 3%;· საშუალო
ინფლაციის პროგნოზი
მიმდინარე წელს მიზნობრივ
მაჩვენებელზე
მნიშვნელოვნად ნაკლებია
და 1,0%-ს შეადგენს, ხოლო
მომდევნო წელს
დაუახლოვდება მიზნობრივ
მაჩვენებელს;· ნომინალური
მშპ-ის პროგნოზი
განსაზღვრულია 99 მილიარდ 239
მილიონი ლარის ოდენობით.
ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი
შიდა პროდუქტი 9 700 დოლარს
აჭარბებს;· ნაერთი
ბიუჯეტის საგადასახადო
შემოსავლების წილი მთლიან
შიდა პროდუქტთან
მიმართებით 25,5%-ია, ხოლო
ნომინალურ გამოხატულებაში
შეადგენს 25 მილიარდ 305
მილიონ ლარს;· ნაერთი
ბიუჯეტის პრივატიზაციის
საპროგნოზო მაჩვენებელი - 500
მილიონი ლარი;· ნაერთი
ბიუჯეტის დეფიციტი -
მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%,
ხოლო მთავრობის ვალის
მაჩვენებელი 35,9%2025 წლის
ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილი, ჯამურად, შეადგენს 32
მილიარდ 400 მილიონ
ლარს.ბიუჯეტის პროექტის
პირველად ვარიანტთან
შედარებით, ნაერთი
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი
გაზრდილია 1 მილიარდ 200
მილიონ ლარზე მეტით“, -
განაცხადა მინისტრმა.