ფინანსთა მინისტრ ლაშა
ხუციშვილის განცხადებით,
ჯანდაცვისა და სოციალური
დაცვის პროგრამების
დასაფინანსებლად 2025 წელს
ნაერთი ბიუჯეტით
განსაზღვრულია 8 მილიარდ 670
მილიონ ლარზე მეტი, რაც
მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია.
გამოყოფილი თანხის
ფარგლებში:· 70 წლის და მეტი
ასაკის პენსიონერთა
პენსია იზრდება 35 ლარით და
განისაზღვრება 450 ლარის
ოდენობით. ამავე
კატეგორიის პენსიონერთა
პენსია მაღალმთიან
დასახლებებში 540 ლარს
გაუტოლდება;·70 წლამდე პირთა
პენსია, სამთავრობო
პროგრამის შესაბამისად,
ასევე იზრდება 35 ლარით და
განისაზღვრება 350 ლარის,
ხოლო მაღალმთიან
დასახლებებში - 420 ლარის
ოდენობით;· შეზღუდული
შესაძლებლობის პირთა
სოციალური გასაცემლის
ზრდა 35 ლარით;· ჯამში,
სოციალური პროგრამების
დაფინანსება შეადგენს 6
მილიარდ 650 მილიონ ლარზე
მეტს;· ჯანდაცვის
პროგრამების
დასაფინანსებლად
გამოყოფილია 2 მილიარდ
ლარზე მეტი, მათ შორის,
გათვალისწინებულია
პირველადი ჯანდაცვის
პერსონალის ხელფასების
10%-იანი ზრდა.