საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 0.6% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით შემცირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: რესტორები და სასტუმროები (7.5%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (4.9%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (4.3%-იანი ზრდა), და კომუნიკაცია (12.8%-იანი კლება).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: განათლება (4.4%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (3.3%-იანი კლება); ტრანსპორტი (0.4%-იანი კლება), და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.3%-იანი კლება).
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-8.5%); ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.1%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.7%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6%); თევზეული (-0.4%); პური და პურპროდუქტები (-0.3%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.0%); ყავა, ჩაი და კაკაო (1.7%); ზეთი და ცხიმი (1.0%).
ასევე წაიკითხეთ:
- 03/09/2024 – 2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 1% იყო
- 02/08/2024 – 2024 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 1.8% იყო
- 03/07/2024 – 2024 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 2.2% იყო
- 02/05/2024 – 2024 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 1.5% იყო