2024 წელს საქართველოს
აეროპორტებში მგზავრებისა
და რეისების რეკორდული
მაჩვენებელი
დაფიქსირდა.საქართველოს
აეროპორტების
გაერთიანების (UAG)
გენერალური დირექტორის,
ირაკლი ქარქაშაძის
განცხადებით, 2024 წელი
საქართველოს
აეროპორტებისთვის
ისტორიული იყო და ჯამურად
ყველა აეროპორტი 7,425,399
მგზავრსა და 31,937 რეისს
მოემსახურა. წინა წელთან
შედარებით,
მგზავრთნაკადის რაოდენობა
24 %-ით, ხოლო რეისების
რაოდენობა - 25 %-ით გაიზარდა.
(2023 წელი - 5,986,754 მგზავრი, 25,607
რეისი).„2024 წელი ქართული
ავიაციისთვის და
საქართველოს აეროპორტების
გაერთიანებისთვის
ისტორიული წელი იყო. ჩვენ
შევძელით და 7 მილიონ 400
ათასზე მეტ მგზავრს
მოვემსახურეთ სამივე
საერთაშორისო აეროპორტში,
რაც წინა წელთან შედარებით
24 %-იან ზრდას წარმოადგენს.
გარდა ამისა, ჩვენ შევძელით
და 2024 წელს წარმატებით
დავასრულეთ
მოლაპარაკებები 10
ავიაკომპანიასთან 13 ახალი
მიმართულებით. რაც იმას
ნიშნავს, რომ 2025 წელს
ველოდებით კიდევ უფრო მეტ
მგზავრთნაკადს და კიდევ
უფრო მეტ მიმართულებას “, -
განაცხადა ირაკლი
ქარქაშაძემ.საქართველოს
აეროპორტების
გაერთიანების (UAG)
ინფორმაციით, 2024 წელს,
თბილისის შოთა რუსთაველის
სახელობის საერთაშორისო
აეროპორტში - 4,750,830 მგზავრი
დაფიქსირდა. რაც ასევე,
რეკორდული მაჩვენებელია
და შესრულდა 22,715 რეისი. წინა
წელთან შედარებით
მგზავრთნაკადი 29%-ით
გაიზარდა და რეისები 30%-ით
გაიზარდა. (2023 წელი - 3,693,942
მგზავრი, 17,456 - რეისი).რაც
შეეხება, ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტს, 2024
წელს დავით აღმაშენებლის
სახელობის აეროპორტი
არსებობის მანძილზე
ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა
და 5,078 რეისს მოემსახურა.
წინა წელთან შედარებით
მგზავრთნაკადი კი 3%-ით და
რეისების რაოდენობა 1%-ით
გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306
მგზავრი,
5041-რეისი).ისტორიული
მაქსიმუმი დაფიქსირდა,
გასულ წელს, ბათუმის
ალექსანდრე ქართველის
სახელობის საერთაშორისო
აეროპორტშიც, რომელიც 951,760
მგზავრსა და 4,144 რეისს
მოემსახურა. წინა წელთან
შედარებით მგზავრთნაკადი
53%-ით და რეისების რაოდენობა
კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი -
621,506 მგზავრი, 3,110-რეისი).2025
წლის მარტიდან
საქართველოს ავიაბაზარზე
გაერთიანებული სამეფოს
ფლაგმანი - British Airways შემოდის.
ასევე, მარტიდან იწყებს
ფრენებს ბრიტანული
დაბალბიუჯეტური
ავიაკომპანია easyJet-ი,
რომელიც პირდაპირ
რეგულარულ ფრენებს
ლონდონის, ჟენევისა და
მილანის მიმართულებით
შეასრულებს. 9 აპრილიდან
საქართველოს ავიაბაზარზე
ოპერირებას Transavia France
პარიზი-თბილისი-პარიზის
მიმართულებით დაიწყებს.
ასევე, 12 აპრილიდან, კვირაში
2 სიხშირით,
ციურიხი-თბილისი-ციურიხის
მიმართულებით Edelweiss იფრენს.
საქართველოს აეროპორტების
გაერთიანება აგრძელებს
მოლაპარაკებებს
ავიაკომპანიებთან ქვეყნის
სამივე საერთაშორისო
აეროპორტში ახალი
ავიაკომპანიების
შემოყვანისა და ახალი
ავიამიმართულებების
დაწყების
მიზნით.ინფორმაციას
საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების
პრესსამსახური ავრცელებს.