2021-2024 წლებში რეალური
ეკონომიკური ზრდის
მაჩვენებელმა 44%-ს
გადააჭარბა, - განაცხადა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა
ხუციშვილმა პარლამენტის
სესიაზე, 2025 წლის ბიუჯეტის
პროექტის განხილვის
დროს.მისი განცხადებით,
დაგეგმილთან შედარებით,
მაღალი ეკონომიკური ზრდა
გაგრძელდა 2024 წელსაც.
როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის
ბოლოს, მიმდინარე წლის
რეალური ეკონომიკური
ზრდის პროგნოზი
განისაზღვრა 5,2%-ის
ოდენობით, ხოლო მთლიანი
შიდა პროდუქტის
ნომინალური მაჩვენებლის
პროგნოზი 85 მილიარდ 980
მილიონი ლარი იყო. 10 თვის
წინასწარი მონაცემებით,
რეალური ეკონომიკური ზრდა
10%-ს შეადგენს.„ჩვენ ბიუჯეტი
შედარებით კონსერვატიულ
პროგნოზზე გვაქვს
დაგეგმილი. კერძოდ,
მიმდინარე წელს რეალური
ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი 9%-ს, მთლიანი შიდა
პროდუქტის ნომინალური
მაჩვენებელი 90 მილიარდ
ლარს გადააჭარბებს. 2021-2024
წლებში რეალური
ეკონომიკური ზრდის
ჯამურმა მაჩვენებელმა 44%-ს
გადააჭარბა, ხოლო
ნომინალური მთლიანი შიდა
პროდუქტის ზრდა 82%-ს
აჭარბებს“, - აღნიშნა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა
ხუციშვილმა.მისი თქმით,
ორჯერ და მეტად არის
გაზრდილი ერთ სულ
მოსახლეზე მთლიანი შიდა
პროდუქტი. კერძოდ, 2020 წელს
არსებული 4 300 აშშ დოლარიდან,
მიმდინარე წლის ბოლოსთვის
მისი მოცულობა 9 000 დოლარს
გადააჭარბებს.