2012 წლის შემდეგ
საქართველოში სამჯერ
შემცირდა სიღარიბის
მაჩვენებელი და 700 ათასამდე
ადამიანმა დაძლია
სიღარიბე, - აღნიშნულია
„ქართული ოცნების“
პოლიტიკური საბჭოს
განცხადებაში.„ 2012 წლის
შემდეგ, ქართულ ეკონომიკას
ორ გლობალურ და რეგიონულ
ეკონომიკურ კრიზისთან
მოუწია გამკლავება. თუმცა,
რეალური ეკონომიკური
თავისუფლების
დამკვიდრების, ბიზნესის
რეკეტის აღკვეთისა და
სწორი ეკონომიკური
პოლიტიკის პირობებში,
საქართველომ სირთულეები
წარმატებით დაძლია და
ქვეყნის ეკონომიკა
გაასამმაგა. გასული 4 წლის
განმავლობაში,
საქართველოს ეკონომიკა
საშუალოდ 9,7 პროცენტით
იზრდებოდა, რაც რეგიონში და
ევროპაში საუკეთესო
მაჩვენებელია. უკვე წელს,
საქართველოს ეკონომიკა
ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას
დოლარს გადააჭარბებს, ხოლო
საერთაშორისო სავალუტო
ფონდის პროგნოზის
თანახმად, 2030 წლისთვის 13 500
დოლარს მიაღწევს და
საქართველო
მაღალშემოსავლიან
ქვეყნებს შორის
გადაინაცვლებს. ლარის
კურსი საიმედოდ
სტაბილურია, 60-დან 36,4
პროცენტამდე შემცირდა
ქვეყნის საგარეო ვალი.
მსოფლიო ბანკის
მონაცემებით, 2012 წლის
შემდეგ საქართველოში
სამჯერ შემცირდა
სიღარიბის მაჩვენებელი და
700 ათასამდე ადამიანმა
დაძლია სიღარიბე. 2012 წლიდან,
ფუნდამენტურად შეიცვალა
სახელმწიფოს მიდგომა
სოციალური
პოლიტიკისადმი“, -
აღნიშნულია განცხადებაში.