ჩორჩანასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს. როდესაც გახარია საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, გვახსოვს რამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა ამ თემასთან მიმართებაში - ლევან მაჭავარიანი

Primetime.ge 6 საათი წინ 10
ჩორჩანასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს. როდესაც გახარია საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, გვახსოვს რამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა ამ თემასთან მიმართებაში - ლევან მაჭავარიანი
ჩორჩანასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს. კარგად გახსოვთ ბატონო გახარია როდესაც საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, რამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა ამ თემასთან მიმართებაში, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლა კიდევ ერთხელ მოუწევს.„თავიდან ახსენა [საგამოძიებო კომისიაზე] რომ გატაცებებს ჰქონდა ადგილი და სხვა გზა არ მქონდა დარჩენილიო, შემდეგ ალეკო ტაბატაძემ შეუსწორა, რომ გატაცებები არ ყოფილა. გახარიამ ზუსტად ერთ წუთში შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ სიტყვა გატაცება არ მიხსენებიაო. გახარიამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მოხარულები ვართ, რომ ამ საკითხს პროკურატურაც იძიებს და დიდი ალბათობით საგამოძიებო კომისიაშიც მოუწევს გახარიას კიდევ ერთხელ მიბრძანება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.აღნიშნულ საკითხზე იმდროინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ იბარებენ.ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე ტაბატაძე და კახი კახიშვილი უკვე გამოიკითხნენ.2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხებს 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითი კომისიაც სწავლობს. საგამოძიებო კომისიამ აღნიშნული საკითხი 11 ივნისს განიხილა.სხდომაზე გამოკითხვაზე მისულმა, ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა: „გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით.“
სრულად წაიკითხეთ სტატია