ღმერთმა დაგვიფაროს, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზე კომენტარები ვაკეთო - თაზო დათუნაშვილი

Primetime.ge 4 საათი წინ 2
ღმერთმა დაგვიფაროს, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზე კომენტარები ვაკეთო - თაზო დათუნაშვილი
ლევან, არ მოსულა ეგეთი რაღაცების თქმა, – ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.თაზო დათუნაშვილი დარწმუნებულია, რომ „თავად ხაბეიშვილმა არ იცის, რას გულისხმობს“.„ღმერთმა დაგვიფაროს, ხაბეიშვილის განცხადებებზე კომენტარები ვაკეთო. ხაბეიშვილს ჰკითხეთ, დარწმუნებული ვარ, თვითონ ვერ გეტყვით, რას გულისხმობს ამ შემთხვევაში და მე რა ვიცი. მისი კოლეგები, პარტნიორები და თვითონ მე მაკრიტიკებენ, რომ მიდგება და მელაპარაკება, აბა, გეგმა რა არისო? ანუ, ჩემი საწინააღმდეგო გეგმა არის ხაბეიშვილის დამხობის გეგმა? რა ვიცი, მზით გაცვითონ. რა ვიცი, რა ვუყო ხაბეიშვილს. ლევან, არ მოსულა ეგეთი რაღაცების თქმა“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 4 ოქტომბერამდე მთელი ქვეყანა უნდა მოიარონ, არჩევნების დღეს კი დედაქალაქში მთელი ქვეყანა შეიკრიბოს და თბილისი დაიკავოს.
სრულად წაიკითხეთ სტატია