2012 წლის შემდეგ 4-ჯერ
გაიზარდა განათლების
დაფინანსება - აშენდა 174
ახალი სკოლა, 1000-ზე მეტი
სკოლის და 836 საბავშვო ბაღის
რეაბილიტაცია
განხორციელდა, - ამის
შესახებ „ქართული
ოცნების“ საარჩევნო
შტაბის ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაციისას
განაცხადა.მთავრობის
მეთაურის თქმით, წელს,
საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა
მასწავლებლების ხელფასები
საჯარო სკოლებში.„4-ჯერ
გაიზარდა განათლების
დაფინანსება 2012 წლის
შემდეგ. უფასო საბავშვო
ბაღები გახლდათ სწორედ
„ქართული ოცნების“
ინიციატივა და დღემდე
საბავშვო ბაღები
ქვეყანაში არის უფასო.
ასევე უფასო
სახელმძღვანელოების
პროგრამაც ჩვენი
ხელისუფლების ინიციატივით
ამოქმედდა. ჩვენი
ხელისუფლების ინიციატივა
იყო ასევე საპატრიარქოს
საგანმანათლებლო
პროგრამების მხარდაჭერა
და ეს მხარდაჭერა
მომავალშიც აქტიურად
გაგრძელდება.რაც შეეხება
საბავშვო ბაღებს, 12 წლის
განმავლობაში
განხორციელდა 836 საბავშვო
ბაღის რეაბილიტაცია მთელი
ქვეყნის მასშტაბით.
თვისებრივად არის
გაუმჯობესებული
ინფრასტრუქტურა. უკვე
დაწყებულია 885 ახალი ბაღის
მშენებლობა-რეაბილიტაციის
პროგრამა. უკვე
მიმდინარეობს ამ
პროგრამის ფარგლებში 250-მდე
საბავშვო ბაღის სრული ან
ნაწილობრივი
რეაბილიტაცია.სკოლებს რაც
შეეხება 12 წლის
განმავლობაში აშენდა 174
ახალი სკოლა. 1000-ზე მეტი
სკოლის რეაბილიტაცია
განხორციელდა, 96 სკოლის
მშენებლობა და 200-ზე მეტი
სკოლის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს. 4 წლიანი
პროგრამის ფარგლებში
დაგეგმილია მთლიანობაში
500-ზე მეტი სკოლის
მშენებლობა და
რეაბილიტაცია.წელს
მნიშვნელოვნად გაიზარდა
მასწავლებლების
ხელფასები. წელს, საშუალოდ
500 ლარით გაიზარდა
მასწავლებლების ხელფასები
საჯარო სკოლებში და ზრდა
მომავალშიც
გაგრძელდება.რაც შეეხება
პროფესიულ სასწავლებლებს,
200 მილიონი ლარი იქნება
გათვალისწინებული შემდეგი
ოთხი წლის განმავლობაში ამ
სასწავლებლების
მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.
მეცნიერების ბიუჯეტი
ცალკე რომ გამოვყოთ, 2012 წელს
მთლიანი დაფინანსება
შეადგენდა 15,4 მილიონ ლარს, 2024
წელს 78 მილიონს აჭარბებს
დაფინანსება და
მთლიანობაში, ხუთმაგია
ზრდა. ეს ტენდენცია შემდეგი
წლების განმავლობაშიც
გაგრძელდება“, - განაცხადა
პრემიერმა.