2012 წლამდე, გლეხებს,
ფერმერებს უწევდათ
ვენახების ჩანაცვლება
სხვა კულტურებით, იმის
გამო, რომ მევენახეობა არ
იყო მომგებიანი, დღეს კი
არის რადიკალურად
განსხვავებული ვითარება, 70
%-ით გაიზარდა ვენახების
ფართობი ქვეყნის
მასშტაბით, - ამის შესახებ
„ქართული ოცნების“
საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაციისას
განაცხადა.მისივე თქმით,
მევენახეობა-მეღვინეობის
დარგის, როგორც ქვეყნის
იდენტობის ერთ-ერთი
შემადგენელი ნაწილის
ხელშეწყობა მთავრობის
ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტია.„განსაკუთრებული
ყურადღება გვინდა
დავუთმოთ
მევენახეობა-მეღვინეობის
დარგს, ჩვენი ქვეყნისთვის
ვაზის, ღვინის
განსაკუთრებული
დატვირთვიდან
გამომდინარე. ეს არის ჩვენი
იდენტობის ერთ-ერთი
შემადგენელი ნაწილი და რა
თქმა უნდა,
მევენახეობა-მეღვინეობა
იყო ჩვენი მთავრობისთვის
ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტი. 70%-ით გაიზარდა
ვენახების ფართობი ჩვენს
ქვეყანაში. გახსოვთ, რა
მდგომარეობა იყო 2012 წლამდე,
გლეხებს, ფერმერებს
უწევდათ ვენახების
ჩანაცვლება სხვა
კულტურებით, იმის გამო, რომ
მევენახეობა არ იყო
მომგებიანი. დღეს არის
რადიკალურად
განსხვავებული ვითარება, 70
%-ით გაიზარდა ვენახების
ფართობი ქვეყნის
მასშტაბით. ყურძნის
გადამუშავებას რაც
შეეხება, მხოლოდ 52 000 ტონა
ყურძნის გადამუშავება
ხდებოდა და 300 000 ტონამდე
გაიზარდა ეს მაჩვენებელი.
ეს არის 2023 წლის
მონაცემები,“- განაცხადა
ირაკლი
კობახიძემ.მმართველი
პარტიის საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელმა აღნიშნა,
რომ მევენახეების
შემოსავალი, მთლიანობაში,
2012 წელს 70 მლნ ლარს
შეადგენდა, შარშანდელი
მონაცემებით კი ეს
მაჩვენებელი 350 მლნ ლარამდე
გაიზარდა.„ღვინის
ექსპორტი იყო 65 მლნ დოლარი
და გაიზარდა 259 მლნ
დოლარამდე ეს მაჩვენებელი.
რაც შეეხება მევენახეების
შემოსავალს, ჩვენი
უმთავრესი ამოცანაა, რომ
ადამიანის ჯიბემდე
მივიდეს ის სიკეთე,
რომელსაც ვიღებთ
ეკონომიკური
განვითარებიდან და ეს არის
ერთ-ერთი საუკეთესო
ინდიკატორი - ჩვენი
მევენახეების შემოსავალი,
მთლიანობაში, 2012 წელს
შეადგენდა 70 მლნ ლარს და
შარშანდელი მონაცემებით 350
მლნ ლარამდე იყო მათი
შემოსავალი. წელს
პროგნოზირებულია კიდევ
უფრო მაღალი მაჩვენებელი.
ანუ, ის ზრდა, რომელიც
შეეხება
მევენახეობა/მეღვინეობის
სფეროს, პირდაპირ აისახება
გლეხებისა და ფერმერების
შემოსავლებზე. 2028 წლისთვის
პროგნოზი არის, რომ
ექსპორტის მოცულობა
გაიზრდება ნახევარ
მილიარდ დოლარამდე და ამის
შესაბამისად, რა თქმა უნდა,
გაიზრდება ჩვენი
მევენახეებისა და
მეღვინეების
შემოსავლებიც,“- განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.მისივე
თქმით, მაშინ, როცა
აგრობიზნესის გამოშვება 2012
წელს 7.6 მლრდ ლარი იყო, 2023
წელს ეს მაჩვენებელი
დაახლოებით გაორმაგდა და 16.6
მლრდ ლარი შეადგინა.„რაც
შეეხება აგრობიზნესის
გამოშვებას, საერთო ჯამში,
ეს საერთო მონაცემები
ითარგმნება კონკრეტულ
სტატისტიკურ
მაჩვენებლებში, 7.6 მლრდ ლარი
იყო აგრობიზნესის
გამოშვება 2012 წელს, 2023
წლისთვის გამოშვებამ
შეადგინა დაახლოებით 2-ჯერ
მეტი, 16.6 მლრდ ლარი და 2028 წლის
პროგნოზია 24 მლრდ ლარზე
მეტი. რაც შეეხება
აგროპროდუქციის ექსპორტს,
ნახევარი მლრდ დოლარი იყო,
დაახლოებით, ექსპორტის
მოცულობა 2012 წლისთვის, 2023
წელს თითქმის 1.5 მლრდ-მდე
გაიზარდა ექსპორტის
მოცულობა და 2028 წლისთვის
პროგნოზი არის, რომ 2.3 მლრდ
დოლარი იქნება, რაც ასევე,
საბოლოო ჯამში, აისახება
სოფლის მეურნეობის
სექტორში დასაქმებული
ადამიანების სოციალურ
მდგომარეობაზე,“-
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.