2012 წელს ჩვენ საქართველოში
გვქონდა სრულფასოვანი
ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის
გვაქვს უკვე
ჩამოყალიბებული
დემოკრატიული სისტემა, 2028
წელს შედეგად უნდა მივიღოთ
უკვე დემოკრატია, რომელიც
მთლიანად იქნება
თავისუფალი ისეთი
პოლიტიკური ძალებისგან,
რომლებიც პირდაპირ
უპირისპირდებიან
დემოკრატიულ სისტემასა და
დემოკრატიულ
ღირებულებებს, - ამის
შესახებ „ქართული
ოცნების“ საარჩევნო
შტაბის ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაციისას
განაცხადა.როგორც ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა, 2012
წლამდე იყო ბიზნესის
რეკეტი, მედიის მიტაცება,
ნულოვანი დემოკრატია,
ნულოვანი პოლიტიკური
პლურალიზმი, ნულოვანი
მედიაპლურალიზმი.„კიდევ
ერთხელ შეჯამება - რითაც
დავიწყე, იმით მინდა
დავამთავრო, რომ არ
დავკარგოთ საერთო სურათი -
კიდევ ერთხელ მინდა
გავიხსენო, სად ვიყავით 2012
წელს, სად ვართ დღეს და სად
ვიქნებით 2028 წელს. 2012 წელს
ჩვენ საქართველოში
გვქონდა სრულფასოვანი
ავტორიტარიზმი. თქვენ
გახსოვთ, რა მდგომარეობა
იყო ქვეყანაში, ციხეებში თუ
ციხეებს გარეთ,
ადამიანების წამება. 150
ახალგაზრდა პირდაპირ
ქუჩებში მოკლეს წინა
ხელისუფლების
წარმომადგენლებმა.
ბიზნესის რეკეტი, მედიის
მიტაცება იყო ჩვეულებრივი
მოვლენა, ნულოვანი
დემოკრატია, ნულოვანი
პოლიტიკური პლურალიზმი,
ნულოვანი მედიაპლურალიზმი
- ეს იყო მდგომარეობა 2012
წლამდე. 2024 წლისთვის ჩვენ
გვაქვს უკვე
ჩამოყალიბებული
დემოკრატიული სისტემა,
გვაქვს სირთულეები და
მთავარი პრობლემა არის ე.წ.
პოლარიზაცია, რომელიც
თავიდან ბოლომდე არის
გარედან თავსმოხვეული.
ჩვენ 2028 წელს შედეგად უნდა
მივიღოთ უკვე
არაპოლარიზებული
დემოკრატია, დემოკრატია,
რომელიც მთლიანად იქნება
თავისუფალი ისეთი
პოლიტიკური ძალებისგან,
რომლებიც პირდაპირ
უპირისპირდებიან
დემოკრატიულ სისტემასა და
დემოკრატიულ ღირებულებებს
ჩვენს ქვეყანაში“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.მისივე თქმით,
ეკონომიკა იყო 28 მილიარდი
ლარი, 2024 წელს ხდება 90
მილიარდი ლარი და 2028 წელს
გახდება 130 მილიარდი
ლარი.„ბიუჯეტი იყო 8,5
მილიარდი ლარი, 27,8 მილიარდი
არის 2024 წლის ბიუჯეტი, 40
მილიარდს გადააჭარბებს 2028
წელს. უმუშევრობა იყო 26,7
პროცენტი, უკვე
განახევრებულია 13,7
პროცენტი და მაქსიმუმ 4
პროცენტამდე შემცირდება 2028
წლისთვის. საშუალო ხელფასი
712,5 ლარი, უკვე 2000 ლარს
გადააჭარბა და 3 500 ლარამდე
გაიზრდება 2028 წელს.
სიღარიბე - მილიონ 120 ათასი
ადამიანი 30 პროცენტი
ცხოვრობდა სიღარიბის
ზღვარს მიღმა, 11,8 პროცენტი
არის 2023 წლის მაჩვენებელი, 2028
წლისთვის მაქსიმუმ 4
პროცენტი იქნება სიღარიბე
ჩვენს ქვეყანაში“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.მისივე თქმით,
ჯანდაცვაზე იყო ნულოვანი
ხელმისაწვდომობა,
პრაქტიკულად შეზღუდული
იყო შესაბამისი სერვისები,
შემოღებული იქნა
საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამა და ამ პროგრამის
მუშაობა
გაგრძელდება.„კიდევ ერთი
მაჩვენებელია
მნიშვნელოვანი, როცა
პენსიებზეა საუბარი,
ერთ-ერთი ფაქტორი, რაც არ
გვაძლევს საშუალებას, რომ
კიდევ უფრო მეტად
გავზარდოთ პენსიები, არის
ის, რომ წლიდან წლამდე
იზრდება პენსიონერების
რაოდენობა. 2012 წელთან
შედარებით 155 ათასით არის
გაზრდილი საპენსიო ასაკს
მიღწეული ადამიანების
რაოდენობა. ეს ადამიანები
2012 წლამდე იყვნენ განწირული
ფატალური შედეგისთვის
ერთი მარტივი მიზეზის გამო,
ფინანსების არარსებობის
გამო ისინი ვერ
მიმართავდნენ ჯანდაცვის
დაწესებულებებს. ერთ-ერთი
მთავარი მიზეზი, რატომაც
გაზრდილია პენსიონერების
რაოდენობა, გაზრდილია
სიცოცხლის ხანგრძლივობა,
არის ის, რომ ჩვენ გვაქვს
ფუნდამენტურად
გაუმჯობესებული
ჯანდაცვის, სოციალური
სისტემა და გაზრდილია
მოსახლეობის კეთილდღეობის
ხარისხი. ინფრასტრუქტურა
იყო პრაქტიკულად მოშლილი 2012
წლისთვის, ეს ეხება საგზაო
ინფრასტრუქტურას, სასკოლო
ინფრასტრუქტურას,
საბავშვო ბაღებს,
ნებისმიერ მიმართულებას.
ჩვენ გვაქვს უკვე
მნიშვნელოვნად
გაუმჯობესებული
ინფრასტრუქტურა და 2028
წლისთვის გვექნება უკვე
ფუნდამენტურად
გაუმჯობესებული
ინფრასტრუქტურა“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.