სტადიონზე ჩაგვიყვანეს,
ზაფხულია, [2007 წლის] 13
აგვისტო, უცებ დიდი კარი
იღება, მანქანები და
სპეცრაზმი შემოდის და 120
ბავშვი გადაგვიყვანეს
რუსთავის "კრიტში", -
განაცხადა ყოფილმა
პოლიტპატიმარმა, გიორგი
ზერეკიძემ, რომელიც 2003–2012
წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე,
საკუთარი პატიმრობის
წლებს იხსენებს.მისი
განცხადებით, 120
არასრულწლოვანი ავჭალის
კოლონიიდან ე.წ. კრიტში
გადაიყვანეს, სადაც მათ
ოთხი თვე გაატარეს.
ზერეკიძემ აღნიშნა ისიც,
რომ "კრიტი", სადაც
არასრულწლოვანები იყვნენ,
ზრდასრული პატიმრებისთვის
კარცერად
გამოიყენებოდა."სანამ
გადაგვიყვანდნენ, ციხის
მანქანები ხომ რკინისაა, 6
მანქანა იყო ეზოში,
სახურავი ხომ გახურებული
იყო, ნელ-ნელა აჰყავდათ
ბავშვები. მე ბოლოსკენ
ამიყვანეს და რომ შევედი
შიგნით, ოფლში ედგათ
ბავშვებს ფეხები, საერთოდ,
ჰაერი კი არა, გეგონებოდა,
"დუშიდან" გამოხვედიო.ბუნტი
არ ყოფილა, იყო უბრალოდ
ყვირილი და ამ ბუნტის
ორგანიზატორობაზე, ერთ
პატიმარს ხელის
დარტყმაზეც დაუმატეს და
გადაგვიყვანეს რუსთავის
მეორეს "კრიტში". იქ ვიყავით
4 თვის განმავლობაში
ჩამწყვდეულები - სადაც ჩვენ
ვიყავით, დიდი
პატიმრებისთვის ეგ
კარცერად იყო განკუთვნილი.
მერე ისევ დაგვაბრუნეს
ავჭალაში. ნელ-ნელა დროც
გადიოდა და ერთ-ერთ
გამოსვლაში ლომაია ამბობს,
რომ თურმე, ჩემმა მშობლებმა
ასაკი გადამიკეთეს და ვარ 16
თუ 17 წლის, როდესაც მართლა 14
წლის ვიყავი. მაგასაც კი
მაბრალებდნენ, რომ ვითომ მე
არ ვიყავი 14 წლის." -
განაცხადა გიორგი
ზერეკიძემ.