14 ივნისი სისხლის დონორის
მსოფლიო დღეა, რომლის
მიზანიც უსაფრთხო
სისხლისა და სისხლის
პროდუქტების
მნიშვნელობასა თუ
საჭიროებაზე ცნობიერების
ამაღლებაა.სისხლის
დონორის მსოფლიო დღესთან
დაკავშირებით,
დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი სპეციალურ
კამპანიას შეუერთდა და
ცენტრის წარმომადგენლებმა
სისხლის უანგაროდ
გაიღეს.ჯანდაცვის
მინისტრის, მიხეილ
სარჯველაძის განცხადებით,
ერთი ადამიანის მიერ
გაღებული სისხლით სამი
ადამიანის სიცოცხლის
გადარჩენაა
შესაძლებელი.უსაფრთხო
სისხლის მნიშვნელობაზე
დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის გენერალურმა
დირექტორმა, ირაკლი
ფურცელაძემ ისაუბრა.მისი
თქმით, 2011 წლიდან, ქვეყანაში
მოქმედებს უსაფრთხო
სისხლის სახელმწიფო
პროგრამა, რომელიც
შემდგომი გამოყენებისთვის
სისხლის უსაფრთხო
მარაგების შექმნას
უზრუნველყოფს.აღსანიშნავია,
ყოველწლიურად იმატებს
დონორთა რაოდენობაც და 2023-2024
წლებში ეს მაჩვენებელი 62 000 –
63 000-ს აღემატებოდა.სისხლის
უანგარო დონორის მსოფლიო
დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ 2005 წელს
დაარსდა და ყოველწლიურად
აღინიშნება.ინფორმაციას
ჯანდაცვის სამინისტრო
ავრცელებს.