„პოლიციის ქალაქის“
პროექტის ფარგლებში, 1000 -ზე
მეტი პოლიციელი მიიღებს
ბინებს ახლად აშენებულ
კორპუსებში, - ამის შესახებ
„ქართული ოცნების“
საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაციისას
განაცხადა.პრემიერის
თქმით, როგორც პოლიციის,
ისე სახანძრო-სამაშველო
სამსახურის შემთხვევაში,
მნიშვნელოვნად განახლდება
მატერიალურ - ტექნიკური
ბაზა, განვითარდება
ინფრასტრუქტურა.„პოლიციის
შემთხვევაში,
ინფრასტრუქტურის
განვითარების კუთხით
ძალიან ბევრი რამ გაკეთდა,
გასული წლების
განმავლობაში და აქაც
გვაქვს კონკრეტული
გეგმები ინფრასტრუქტურული
განვითარების კუთხით.
როგორც პოლიციის, ისე
სახანძრო-სამაშველო
სამსახურის ნაწილში,
მნიშვნელოვანი განახლება
გვქონდა და შემდეგი წლების
განმავლობაშიც
მნიშვნელოვნად განახლდება
მატერიალურ - ტექნიკური
ბაზა. ასევე,
მნიშვნელოვანია
პოლიციელების სოციალური
პირობების გაუმჯობესება,
აქაც გვაქვს ცალკე პროექტი
- „პოლიციის ქალაქის“
პროექტი და ამ
მიმართულებითაც გვექნება
სერიოზული წინსვლა, 1000 -ზე
მეტი პოლიციელი მიიღებს
ბინებს ახლად აშენებულ
კორპუსებში,“- განაცხადა
პრემიერმა.