დედაქალაქის მერია 400-მდე
ვაკანსიას აცხადებს. ამის
შესახებ თბილისის მერმა
კახა კალაძემ დედაქალაქის
მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.მისი
ინფორმაციითვე, საუბარია
შპს „თბილსერვის ჯგუფში“
არსებულ
ვაკანსიებზე.„მინდა,
მოგაწოდოთ ინფორმაცია
ვაკანსიების შესახებ.
თბილისის მერიის შპს
„თბილსერვის ჯგუფს“ აქვს
ვაკანსიები. არის როგორც
დასუფთავების, ისე
სანიაღვრე და გარე
განათების ქსელის
მიმართულებით.საერთო
ჯამში, სხვადასხვა
პოზიციაზე 398 ადამიანის
დასაქმება არის
შესაძლებელი. 90%
დასუფთავების
დეპარტამენტზე მოდის, მათ
შორის სპეცტექნიკის 60-მდე
მძღოლის პოზიცია.რაც
შეეხება ანაზღაურების
ოდენობას, ხელფასები 1000-დან
2000 ლარამდე მერყეობს.
„თბილსერვისში“
დასაქმების მსურველებს
შეუძლიათ მიმართონ
კომპანიის ოფისებს.
მართლაც გვიჭირს დიდ
მანქანებზე,
სპეცტექნიკაზე, მძღოლების
პრობლემაა და ამ
მიმართულებით, 400-მდე
ადამიანის მიღება
შეგვიძლია“, - აღნიშნა
კალაძემ.