სურსათის უვნებლობის
სპეციალისტი ირაკლი
არაბული სოციალურ ქსელში
ვიდეოს აქვეყნებს, სადაც
საუბრობს, რა არის ქათმის
მექანიკურად
განცალკევებული
ხორცი.„იცით თუ არა, როგორ
მზადდება სოსისების და
ძეხვების უმეტესობა,
ქათმის „ნაგეთსები“ და ზოგ
შემთხვევაში
ნახევარფაბრიკატები?
ქათამს აცლიან ნაჭრებს,
ბარკლებს, ფრთებს, ფრთის
ძირებს, ფილეს და ეს
ნარჩენები, როლებიც
ძირითადად შედგება
ძვლებისგან, კანისგან და
ძალიან მცირე რაოდენობით
ხორცისგან, გადის
სპეციალურ მანქანაში,
სადაც მაღალი წნევის
შედეგად გადაიქცევა
ერთგვაროვან მასად. არის
თითქმის ყველა სოსისის
შემადგენლობაში, ძეხვების
და ქათმის „ნაგეთსების“
შემადგენლობაში და ხშირ
შემთხვევაში უკვე
ნახევარფაბრიკატების
შემადგენლობაშიც.მსოფლიოს
ბევრ ქვეყანაში, მაშ შორის,
აშშ-სა და ევროკავშირის
ქვეყნებში შეზღუდულია
ქათმის მექანიკურად
განცალკევებული ხორცის
გამოყენება. აშშ-ში ცვილი
ბავშვების და ადრეულ
ასაკთა ბავშვების კვებაში
არ არის რეკომენდებული
ისეთი სურსათის მირთმევა,
რომლის შემადგენლობაშიც
არის ქათმის მექანიკურად
განცალკევებული
ხორცი.საქართველოს
კანონმდებლობით, ისევე,
როგორც ევროპული
კანონმდებლობით,
აუცილებლად უნდა ეწეროს
პროდუქტის შემადგენლობას,
რომ დამზადებულია ქათმის
მექანიკურად
განცალკევებული
ხორცისგან.საფრთხეს
წარმოადგენს მცირე ზომის
ძვლის ნაწილაკები, ასევე,
ხორცის სტრუქტურა, რომელიც
ბაზა არის
მიკროორგანიზმების
გამრავლებისთვის. ამიტომ,
მისი წარმოების დროს
აუცილებელია ნატრიუმის
ნიტრიტის გამოყენება,
ემულგატორი, სახელად E250, რომ
არ მოხდეს მასში
სხვადასხვა ბაქტერიების
და მიკროორგანიზმების
გამრავლება“, – აცხადებს
ირაკლი არაბული და ვიდეოს
კომენტარსაც ურთავს:„ეს
ინგრედიენტი აკრძალული
არაა. ამიტომ გამოიყენება
საქართველოშიც და
სხვაგანაც. მე სახელმწიფო
კონტროლის ანუ სურსათის
ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენელი არ ვარ, ვარ
დამოუკიდებელი
სპეციალისტი, რომელიც ჩემს
საქმიანობასთან ერთად,
გაწვდით იმ ინფორმაციას
რაც შეიძლება თქვენ არ
იცოდეთ, რომ არჩევანი
სწორად გააკეთოთ!“, – წერს
ირაკლი არაბული.