ხაზარაძე გახარიაზე: შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ – იმედია, ხვალ დავამთავრებთ ყველაფერს

News.ge 3 თვის წინ 44
ხაზარაძე გახარიაზე: შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ – იმედია, ხვალ დავამთავრებთ ყველაფერს

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებების პროცესი ხვალ გაგრძელდება და იმედოვნებს, რომ შეთანხმებას ხვალვე მიაღწევენ.

როგორც ხაზარაძემ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალინდელი შეხვედრა ისევ პრეზიდენთან შედგება.

“მთელი ეს პროცესი მიმართულია ერთი რამისკენ – რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას, რომ მოხდეს პროდასავლური ძალების სრული კონსოლიდაცია, ოპოზიციური ძალების, იმისთვის, რომ ქვეყანამ მოკლე დროში გავიყვანოთ მშვიდობიან, სტაბილურ, თავისუფალ სამყაროსთან.

არ არის მარტივი მოლაპარაკება. პრინციპულად, შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა გითხრათ, რომ არანაირ თანამდებობებზე ან სიებზე საუბარი არ არის, ბევრი ჭორი მოვისმინე. აქ არის ლაპარაკი, როგორ უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე გააკეთოს ის რეფორმები, რომლებიც ქარტიით არის განსაზღვრული და რომლებიც ჩვენ გვაქვს…
მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მადლობა გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ხვალ გაგრძელდება სამუშაო მდგომარეობაში ისევ პრეზიდენტთან. თქვენ იცით, რომ დრო არის ძალიან ცოტა, სულ რაღაც 1 კვირაში მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი, შესაბამისად, იმედია, რომ ხვალ უკვე დავამთავრებთ ყველაფერს”, – თქვა მ.

სრულად წაიკითხეთ სტატია