ოპოზიციის მიზანი არ არის
არჩევნები, მათი მიზანია
ის, რასაც ხშირად
ახსენებენ, რევოლუცია,
მაგრამ რეალურად ეს მათი
შეუმდგარი სურვილი იქნება,
ჩვენ ვემზადებით
არჩევნებისთვის,
წარვადგინეთ კანდიდატები,
გვაქვს საარჩევნო
პროგრამა, ვიწყებთ
მოქალაქეებთან საარჩევნო
კომუნიკაციას და გვაქვს
მოლოდინი, რომ დავდებთ
მაღალ შედეგს, – ამის
შესახებ „ქართული
ოცნების“ წევრმა, დიმიტრი
ხუნდაძემ განაცხადა.მისი
თქმით, ოპოზიცია ემზადება
არა არჩევნებისთვის,
არამედ –
დესტრუქციისთვის.„ოპოზიცია
ემზადება, რომ შემდეგ
იყვიროს. ჩვენ უკვე
მიჩვეულები ვართ, მაგრამ
გაყოფაც არის იმ
სტრატეგიის ნაწილი, რა
დავალებაც გარედან მიიღეს
– ნაწილმა ქუჩა უნდა
შეინარჩუნოს, ნაწილი უნდა
ეცადოს, თუნდაც ერთი-ორი
წარმომადგენლით
საკრებულოში შევიდეს და
ატეხონ აურზაური. ერთიც და
მეორეც მიუღწეველია. ორად
გაიყოფიან თუ სამად, ერთნი
არიან. შედეგი იქნება, რომ
მათ საბოლოო პოლიტიკურ
განაჩენს გამოუტანს
საზოგადოება“,- განაცხადა
ხუნდაძემ.