წიტაიშვილს “გრანადაში” ახალი მწვრთნელი ჰყავს

News.ge 2 თვის წინ 49
წიტაიშვილს “გრანადაში” ახალი მწვრთნელი ჰყავს

სეგუნდა დივიზიონში გავარდნის შემდეგ “გრანადას” საქმეები ცუდად მიდის, 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა, მწვრთნელი გილერმო აბასკალი გადააყენეს და სწრაფად მოძებნეს მისი შემცვლელი.
“გრანადას” თავკაცად 59 წლის ფრან ესკრიბა დანიშნეს, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და იმ შემთხვევაში გაუგრძელებენ, თუ გუნდს ლა ლიგაში დააბრუნებს, რაც კლუბის მიზანია. აქამდე ესკრიბა “ხეტაფეს”, “სელტას”, “ვილიარეალს”, “სარაგოსას” და “ელჩეს” (ორჯერ) ედგა სათავეში.
“გრანადას” ღირსებას გიორგი წიტაიშვილი იცავს. ანდალუსიური გუნდი შემდეგ მატჩს 29 სექტემბერს სტუმრად “ბურგოსთან” ჩაატარებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია