[PHOTO] დააღწევს თავს გაჭირვებას – უცნობმა ადამიანმა ნეიმარს მილიარდი დოლარი უანდერძა

News.ge 5 საათი წინ 1
[PHOTO] დააღწევს თავს გაჭირვებას – უცნობმა ადამიანმა ნეიმარს მილიარდი დოლარი უანდერძა

ცნობმა ბიზნესმენმა ბრაზილიის ქალაქ პორტო ალეგრედან ნეიმარს მემკვიდრეობით მილიარდ დოლარზე მეტი დაუტოვა, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Metropoles-ი ავრცელებს.
“მე მომწონს ნეიმარი. ბევრ რამეში ვაიგივებ მასთან საკუთარ თავს. ასევე, ძალიან ორიენტირებული ვარ ოჯახზე და მისი ურთიერთობა მამასთან დიდ წილად მახსენებს ჩემს დამოკიდებულებას მამასთან, რომელიც გარდაიცვალა.
მე არც ისე კარგი ჯანმრთელობა მაქვს. ამ მიზეზით მივხვდი, რომ არავინ მყავს, ვისაც ქონებას დავუტოვებ.
არ მინდა, რომ მთავრობამ ან ნათესავებმა, რომლებსაც ვერ ვეწყობი, ჩემი ნივთები წაიღონ. პირველ რიგში, ვიცი ის, რომ ხარბი არ ვარ, რაც ჩვენს დროში საკმაოდ იშვიათია”, – დაწერა ბიზნესმენმა ანდერძში.
ანდერძი 2023 წლის ივნისში, ნოტარიუსის ბიუროში, ორი მოწმისა და ნოტარიუსის მოადგილის თანდასწრებით შედგა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მამაკაცი „სრულიად ფლობს გონებრივ შესაძლებლობებს და გადაწყვეტილებას იღებს ყოველგვარი იძულებისა და წაქეზების გარეშე“.მემკვიდრეობის ზუსტი ოდენობა ოფიციალურად არ გახმაურებულა. თუმცა, წყაროს ცნობით, ის მოიცავს მრავალრიცხოვან აქტივს — უძრავ ქონებას, ინვესტიციებს და მსხვილი კომპანიების აქციებს, რომელთა ღირებულება 6,1 მილიარდ რეალს (მიმდინარე კურსით 1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეადგენს.
ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ნეიმარს კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, 33 წლის ნეიმარი ამჟამად მშობლიური “სანტოსის” ღირსებას იცავს.
ერთ დროს “ბარსელონას” შეუცვლელი ფეხბურთელი კარიერის 31 წლის ასაკში დასრულებასთან ახლოსაა
დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა…
“იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?” – ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
“ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ” – დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ – ნეიმარი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
ახალი კონტრაქტი – ნეიმარი კვლავ “სანტოსში” ითამაშებს
“კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს” – ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

სრულად წაიკითხეთ სტატია