„წინ და წინ - განათლებისკენ“ - „თეგეტამ“ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა

Primetime.ge 2 თვის წინ 51
„წინ და წინ - განათლებისკენ“ - „თეგეტამ“ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სამ სტუდენტს სწავლა ერთი წლით დაუფინანსა. კომპანიამ სტიპენდია მასშტაბური კამპანიის „წინ და წინ“ ფარგლებში გასცა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ განათლების ხელშეწყობაა. სტუდენტების დაფინანსებისა და დასაქმების კუთხით „თეგეტას“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა „კავკასიის უნივერსიტეტთან“ ასეთი პარტნიორობა პირველად შედგა.„თეგეტას“ სტიპენდიატები გასაუბრების საფუძველზე შეარჩიეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატება, მიზანდასახულობა, ხედვები და სამომავლო გეგმები - არჩევანი სწორედ ამ კრიტერიუმებით გაკეთდა. შოთა ილაშვილმა, მარიამ ტალახაძემ და თათია ნაცვლიშვილმა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი და კავკასიის უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება მოიპოვეს, სწავლის დარჩენილ საფასურს კი „თეგეტა“ სრულად დაუფინანსებთ.ვერიკო სუჯაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას“, როგორც  წარმატებულ და განსაკუთრებული ისტორიის მქონე კომპანიას, საკუთარი წვლილი განათლების მიმართულებითაც შეაქვს. სტიპენდიატები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ, გამოირჩევიან საკუთარი ხედვებითა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენი ახალი მასშტაბური კამპანიის „წინ და წინ“ კონცეფციასთან. გვსურს, ამ კამპანიის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ დამატებითი შესაძლებლობა მივცეთ. სწორედ განათლება და ახალგაზრდების ხელშეწყობაა „თეგეტასთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც სხვადასხვა პროექტით ახორციელებს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს - წინ და წინ, განათლებისკენ სვლაში“.„თეგეტას“ ერთ-ერთმა სტიპენდიატმა - მარიამ ტალახაძემ სკოლა იმერეთის რეგიონის სოფელ კორბოულში წარმატებით დაამთავრა. სოფელში, რომელიც მოსახლეობისგან ნახევრად დაცლილია, მარიამი მშობლებს ოჯახური ბიზნესის მართვაში ეხმარებოდა.  მისი მიზანი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის წარმატებით დასრულებაა, რათა რეგიონისა და სოფლის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ისწავლის შოთა ილაშვილიც. მან სკოლაში სწავლისას არაერთ კონკურსში მიაღწია წარმატებას. დამოუკიდებლად შეისწავლა გრაფიკული დიზაინის პროგრამები, თუმცა გაჩერებას არ აპირებს და სვლას წინ და წინ გეგმავს.თათია ნაცვლიშვილი კი ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ბავშვობიდან ეხმარებოდა. ოჯახური ბიზნესის შემოსავლებსა და ხარჯებსაც ადრეული ასაკიდან განკარგავდა. სწორედ ამ ფაქტმა გაუჩინა თათიას მოტივაცია - სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გაეგრძელებინა.თამთა ბუთხუზი, კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი: „კავკასიის უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი აბიტურიენტებისთვის, რომელთა პრიორიტეტი ხარისხიანი განათლების მიღება და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებაა. აბიტურიენტები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უმაღლესი შედეგის მისაღებად და საქართველოს მასშტაბით საუკეთესოების სიაში ხვდებიან, CU-ში სრულიად უფასოდ ან თანადაფინანსებით სწავლობენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ასეთ მოაზროვნე, შრომისმოყვარე და ჭკვიან ახალგაზრდებს. დავეხმაროთ მათ როგორც პროფესიულ განვითარებაში, ისე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებაში. წლებია, ამ მიზანს ვემსახურებით და აქტიურად ვაგრძელებთ ვარსკვლავების აღმოჩენას, რაც საბოლოოდ ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების კარიერული მიღწევებით და პროფესიონალიზმით იზომება”.განათლების მიმართულება რომ „თეგეტასთვის“ განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამას კომპანიის შვილობილი „თეგეტა აკადემიას“ საქმიანობაც ადასტურებს. მხოლოდ 2023 წელს აკადემიამ 250 ტრენინგი გამართა, მოქმედებს 3 ავტორიზებული პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულების 82% „თეგეტა ჰოლდინგში“ დასაქმდა.თუმცა „თეგეტას“ სწრაფვა - ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს განვითარებაში, ამით არ სრულდება. სტრატეგიული მიმართულება კამპანიის „წინ და წინ“ ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის.წინ და წინ - განათლებისკენ, წარმატებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, ზრუნვისკენ, ინოვაციებისა და განვითარებისკენ! - „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბური კამპანია კომპანიის 30 წლის იუბილეს უკავშირდება, რომელსაც ჰოლდინგი 2025 წელს აღნიშნავს. ამ კამპანიის ფარგლებში კომპანიამ, თავისი განვითარების გზასთან ერთად, წარმოადგინა სურვილი, რომ ფართო საზოგადოებამ  ირწმუნოს ის, რაც თეგეტას გუნდმა 30 წლის წინათ დაიჯერა და მოკრძალებული მაღაზია საავტომობილო ინდუსტრიად და რეგიონის ლიდერ კომპანიად აქცია.--თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სრულად წაიკითხეთ სტატია