აჭარის კულტურის
სამინისტროს მხარდაჭერით,
გონიოში, წელს პირველად
იმართება კულტურის ბანაკი
2025, რომელშიც სტუდენტები
მონაწილეობენ. ბანაკის
მონაწილეებს აჭარის
კულტურის მინისტრი, ელისო
ბოლქვაძე, მოადგილეებთან
ერთად შეხვდა.აჭარის
კულტურის სამინისტროს
ინფორმაციით, შეხვედრის
ფარგლებში, კულტურის
მინისტრმა ისაუბრა
კულტურის მენეჯმენტზე,
სახელოვნებო დარგების
განვითარების
მნიშვნელობასა და
ადამიანის ცხოვრებაში
მუსიკისა და ხელოვნების
როლზე. ყურადღება
გამახვილდა ქართული
კულტურის, ტრადიციებისა და
მდიდარი ეროვნული
მემკვიდრეობის შესახებ
ცნობადობის ამაღლებაზე,
ახალგაზრდული პროექტების
მხარდაჭერასა და
საერთაშორისო პროექტებში
სტუდენტების ჩართვის
უზრუნველყოფის
გზებზე.ბანაკის მიზანია,
ახალგაზრდებში ქართული
კულტურისა და ხელოვნების
პოპულარიზაცია. პროექტი
აერთიანებს ლექციებს,
შემოქმედებით სემინარებსა
და ინტელექტუალურ
აქტივობებს. ბანაკის
დასასრულს მონაწილეებს
გადაეცემათ
სერტიფიკატები.