ბოლო ორ კვირაში გრიპის
გავრცელების მაჩვენებელი
გაორმაგდა - ჭარბობს კარგად
ცნობილი „ღორის გრიპი“.
ძალიან ბევრი ბავშვი წევს
იაშვილის კლინიკაში
ფილტვების ანთებით,
ჰოსპიტალიზაციის
მაჩვენებელიც გაზრდილია,-
ამის შესახებ იაშვილის
სახელობის ბავშვთა
ცენტრალური საავადმყოფოს
სამედიცინო დირექტორმა,
ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ
„მთავარში“
განაცხადა.როგორც ივანე
ჩხაიძემ განმარტა, დღეს
საქართველოში,
დადასტურებული გრიპის
შემთხვევების რაოდენობა
25%-ს შეადგენს.„44-ე კვირიდან
ფიქსირდება საქართველოში
გრიპის შემთხვევები, თუმცა
ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ ბოლო 3 კვირის
განმავლობაში ეს
მონაცემები აღმავალ
მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს,
რომ ეს მატება შემდეგ
კვირებშიც გაგრძელდება.
ასევე, გვაქვს მოლოდინი,
რომ იანვარი იქნება
გამორჩეული, პიკის
მოლოდინი
დეკემბერ-იანვრის
პერიოდში გვაქვს. ეს
სტატისტიკა ექვემდებარება
ანალიზს.ბოლო 2 კვირაში, 49-ე
კვირას, გრიპის
დადასტურებული
შემთხვევების მაჩვენებელი
12% იყო, 50-ე კვირას,
დეკემბერში 2-ჯერ მეტი
გვაქვს. დღეს საქართველოში,
გრიპის შემთხვევების
რაოდენობა 25% არის.
დომინანტურია ახლა
ქვეყანაში გრიპი.თუ წინა
კვირებში ძირითადად „ა“
ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა
გამოჩნდა „ბე“ ტიპის
ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“
ტიპის. ყველაზე მეტი მაინც
არის H1N1, კარგად ცნობილი
„ღორის გრიპი“. ყველაზე
მეტი შემთხვევა
ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან
გამომდინარე. ბოლო 2
კვირაში გრიპის
მაჩვენებლები გაორმაგდა,
ალბათ გარკვეულ როლს
ამინდის ცვლილებაც
თამაშობს. გვაქვს მოლოდინი,
რომ 51-ე კვირა უფრო აქტიური
იქნება.ჩვენს კლინიკაში,
ახლა ყველაზე ბევრი
პაციენტი წევს
რესპირაციული ვირუსით.
მათი აბსოლუტური
უმრავლესობა გრიპის
ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში
ვითარდება ფილტვების
ანთება. ძალიან ბევრი
ბავშვი წევს იაშვილის
კლინიკაში ფილტვების
ანთებით, ბევრ ბავშვთან
დაგვჭირდა ანტივირუსული
პრეპარატის გამოყენება.
ჰოსპიტალიზაციის
მაჩვენებელიც გაზრდილია
გრიპის შემთხვევების
მატების ხარჯზე“,- აღნიშნა
ჩხაიძემ.