4 ახალი რეგულაცია, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება

Primetime.ge 8 საათი წინ 8
4 ახალი რეგულაცია, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება
ივლისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდება.1. საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისიდან საზღვარზე გადამყვანებისთვის მგზავრთა სიის წინასწარ შევსება სავალდებულო ხდება.2. გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება2025 წლის 1-ლი ივლისიდან მუნიციპალიტეტებში შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველის დაყენება სავალდებულო ხდება.3, ლაქ-საღებავების პროდუქცია შემოწმდება2025 წლის 1-ლი ივლისიდან ლაქ-საღებავების პროდუქციისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება.საუბარია, მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტზე, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა შემოწმდება.4. სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდებასასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. აღნიშნულს გულისხმობს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები.
სრულად წაიკითხეთ სტატია