“ჩვენისთანა ვარსკვლავები ქართველებს მხოლოდ ორი ჰყავთ” – უკრაინელი მწვრთნელი

Pnews 2 თვის წინ 30
“ჩვენისთანა ვარსკვლავები ქართველებს მხოლოდ ორი ჰყავთ” – უკრაინელი მწვრთნელი

უკრაინელმა მწვრთნელმა და საფეხბურთო ექსპერტმა, ოლეგ ფედორჩუკმა საკუთარ ქვეყანასა და საქართველოს ნაკრებს შორის ჩანიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც ფედორჩუკი ამბობს, საჭირო არაა მედიამ აქცენტი უკრაინელთა დანაკლისზე გააკეთოს, რადგან საქართველოს სულაც არ ჰყავს ისეთი ძლიერი შემადგენლობა, რომ უკრაინამ სანიოლის გუნდის დამარცხება დანაკლისითაც ვერ შეძლოს.

“არ მომწონს, რომ ყურადღება იმ ფეხბურთელებზე მახვილდება, რომლებიც რებროვს არ ეყოლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და ჩვენისთანა ვარსკვლავები საქართველოს ნაკრებში სულ ორი თუ მოიძებნება, – ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი. ასეთი ჩვენ 5 ან 6 კაცი გვყავს. საკუთარი კოზირები კარგად უნდა გამოვიყენოთ. უკრაინამ ბოლო პერიოდში ბევრ მეტოქესთან “გაისროლა” და ეს უნდა გვახსოვდეს”, – თქვა ფედორჩუკმა.

წყარო: tia.ge

The post “ჩვენისთანა ვარსკვლავები ქართველებს მხოლოდ ორი ჰყავთ” – უკრაინელი მწვრთნელი appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია