ვახო სანაია: ამიტომა ხართ რუსები. მსხვერპლ ქვეყანას აბრალებთ ომის დაწყებას, რაც უსინდისო ტყუილი და დანაშაულია, ნიადაგს ამზადებთ აფხაზათისა და ცხინვალის აღიარებისთვის

News.ge 7 საათი წინ 4
ვახო სანაია: ამიტომა ხართ რუსები. მსხვერპლ ქვეყანას აბრალებთ ომის დაწყებას, რაც უსინდისო ტყუილი და დანაშაულია, ნიადაგს ამზადებთ აფხაზათისა და ცხინვალის აღიარებისთვის
ჟურნალისტი ვახო სანაია:
საერთოდ რა შედარებებს აკეთებს, რა შუაშია ერთმანეთთან, მაგრამ ვუპასუხოთ ამ უთავმოყვარეოსა და ნაძირალას.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეს ჰქვია – “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”. იმიტომ, რომ სახელმწიფოს ბრალია სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, მისი ოფიცრები მონაწილეობდნენ დანაშაულში; იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ აღასრულა სათანადოდ მართლმსაჯულება. ამიტომ ჰქვია მაგ საქმეს ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”(ნახეთ ნებისმიერი სხვა საქმის სახელწოდება). ფასიც საქართველომ გადაიხადა. სახელმწიფომ აგო პასუხი.
2008 წლის ომის საქართველოსთვის უსინდისოდ დაბრალებით, პასუხისმგებელი გამოგყავთ სწორედ საქართველო და ამართლებთ რუსეთს. რუსების დაკვეთას ასრულებთ, რომლის მიხედვით, საქართველომ უნდა გადაიხადოს ფასი და ეს ფასი არის მისი ტერიტორიული მთლიანობა.
ამიტომა ხართ რუსები. მსხვერპლ ქვეყანას აბრალებთ ომის დაწყებას, რაც უსინდისო ტყუილი და დანაშაულია, ნიადაგს ამზადებთ აფხაზათისა და ცხინვალის აღიარებისთვის.
სანამ მაგას მოასწრებთ, კისერი უნდა მოგიგრიხოთ, თქვე რუსებო.
სრულად წაიკითხეთ სტატია