“საქართველოსთან ომზე საუბარს თავი დაანებე” – ქართველი მებრძოლების პასუხი მაგომედოვს

News.ge 1 თვე წინ 19
“საქართველოსთან ომზე საუბარს თავი დაანებე” – ქართველი მებრძოლების პასუხი მაგომედოვს

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა (18-4) მერაბ დვალიშვილმა, რამდენიმე ხნის წინ, წარმოშობით დაღესტნელ მებრძოლებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაღესტანი არ შეიძლება ს ნაწილად ჩაითვალოს. დვალიშვილი ამბობს, რომ დაღესტანი არ არის რუსეთი და იქაური მებრძოლები იძულებულნი არიან რუსეთის სახელით იასპარეზონ.
მერაბის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი (26-1). მახაჩევმა თქვა, რომ დაღესტანი რუსეთის ნაწილია, მერაბი კი ამერიკაში ცხოვრობს და არ იცის, რაზე საუბრობს.
ქართველი “მანქანის” ამ სიტყვებზე კიდევ ერთმა UFC-ის მებრძოლმა, შარა მაგომედოვმა (15-0) ისაუბრა, რამაც ქართველ გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
“უცხოელი
და ქართველი სპორტსმენები, ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. დვალიშვილი, ალბათ, ჭიდაობაზე დადიოდა და გეოგრაფიისა და ისტორიის გაკვეთილებს აცდენდა. რატომღაც, ქართველებს რუსები დიდად არ უყვართ. ისინი მადლიერნი უნდა იყვნენ. ისტორია რომ იცოდნენ, ეცოდინებოდათ, რომ დაღესტანისაგან მათ რუსები იცავდნენ. როდესაც ჩვენ თავს ვესხმოდით, რუსები იცავდნენ. რომ არა რუსეთი, საქართველო დაღესტანის ნაწილი იქნებოდა” – ამბობს მაგომედოვი.
რა თქმა უნდა, შარას ეს სიტყვები ქართველ მებრძოლებს არ გამორჩენიათ და მათ პასუხმაც არ დააყოვნა. გურამ ქუთათელაძემ (13-4) დაღესტნელს მოუწოდა, რომ საქართველოსთან ომზე საუბარს თავი დაანებოს, განსაკუთრებით კამერების წინ: “შენ სპორტსმენი ხარ. საქართველოსთან ომზე საუბარს თავი დაანებე, განსაკუთრებით კამერებთან, ინტერვიუში. როდესაც შევხვდებით, მაშინ ვილაპარაკოთ ისტორიის, გეოგრაფიის, რუსული ენისა და ცხოვრების გაკვეთილებზე”.
მაგომედოვს ასევე საკადრისი პასუხი გასცა კიდევ ერთმა ქართველმა UFC-ის მებრძოლმა რომან დოლიძემ (14-3). “შარა, გამარჯობა, მე ძალიან არ მიყვარს ინტერნეტში ეს მთელი გარჩევები და დაპირისპირებები, თუმცა მოვისმიმე შენი სიტყვები, რომელიც ვიღაცამ განათავსა, ან შეიძლება შენ იყავი. როგორც მინიმუმ, მე ამ ნათქვამს არაკორექტულად მივიჩნევ.
შემდეგ ჯერზე, როცა გნახავ, მაქვს სურვილი ამ თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ მეზობელი ხალხი ვართ, დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ და ჩვენ სალაპარაკო გვექნება და რიგი სიტყვების ახსნა მოგიწევს”, – წერს თავის სოციალურ ქსელში რომან დოლიძე.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

სრულად წაიკითხეთ სტატია