
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, სახლში თურქეთთან 2:3 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების შემტევებმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა გააკეთეს.
კვარაცხელია: “ძალიან ცუდად დავიწყეთ. საწყისი 20 წუთი უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა. სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც იმოქმედა ჩვენზე. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გუნდმა მაქსიმუმი გაიღო. მარტივი არ არის თურქეთთან ორი გოლის გატანა.
ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია. დღევანდელი დღე უკვე წარსულია. შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშვებთ. გავალთ მოედანზე და აუცილებლად ვეცდებით, რომ დავამარცხოთ ბულგარეთის ნაკრები”.
დავითაშვილი: “ნაკრებში ბევრი გოლის გატანა ყოველთვის იქნება ჩემი მიზანი. საოცარი გრძნობაა, მაგრამ გოლის შემდეგ პირველ რიგში ანგარიშის გათანაბრებაზე ვფიქრობდი. დასანანია, რომ ეს ვერ შევძელით”.
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება და პსჟ როტაციით “ტულუზასთან”
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან – სანიოლის საფიქრალი
“ტულუზასთან” მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე – პსჟ-მ “ტულუზას” მოუგო