“სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას საარჩევნო დარღვევები” – ბელგიის პრემიერი ზურაბიშვილს ესაუბრა

News.ge 1 თვე წინ 15
“სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას საარჩევნო დარღვევები” – ბელგიის პრემიერი ზურაბიშვილს ესაუბრა

ბელგიის პრემიერმინისტრი ალექსანდერ დე კრუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს და წერს, რომ ბელგია მტკიცედ უჭერს მხარს ქართველების ევროპულ მისწრაფებას.
ის ამბობს, რომ საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.
“ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების უკან.
საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიალოგის აუცილებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – წერს ის X-ზე.
Just called President @Zourabichvili_S of Georgia

Belgium stands firmly behind the people of Georgia and their European aspirations.

Electoral irregularities must be addressed urgently.

We emphasize the need for dialogue to ensure peace and stability in the region.— Alexander De Croo (@alexanderdecroo) November 5, 2024

სრულად წაიკითხეთ სტატია