საპარლამენტო დელეგაციამ „ევროკავშირის სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

Primetime.ge 2 თვის წინ 32
საპარლამენტო დელეგაციამ „ევროკავშირის სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ქარუმიძის ხელმძღვანელობით, ბუდაპეშტში გამართულ „ევროკავშირის სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო სხდომაზე მსჯელობა წარიმართა ევროკავშირის ბიუჯეტისა და ეკონომიკური მმართველობის ჩარჩოს რეფორმირების შესახებ.ღონისძიება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - უნგრეთის ორგანიზებით ბუდაპეშტში, 3-4 ოქტომბერს გაიმართა და მასში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია