საქართველოს მეექვსე
პრეზიდენტის ინაუგურაციის
ცერემონიის სცენარის
დეტალებზე რეჟისორი ბაკურ
ბაკურაძე საუბრობს.„ყველა
მნიშვნელოვანი საკითხი
არის ის, რომ ამ პატარა
სივრცეში წარმოდგენილი
იყოს ჯარი, ძალოვანი
სტრუქტურები, არჩეული
პრეზიდენტი, პარლამენტის
თავმჯდომარე, რომელიც
იხმობს მას სცენაზე. რა
თქმა უნდა, გაჟღერდება
საქართველოს ჰიმნი, ფიცის
დადების გარდა ეს
ღონისძიების ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაწილი
იქნება. ჰიმნს შეასრულებს
სამების საკათედრო ტაძრის
გუნდი სვიმონ
ჯანგულაშვილის
ხელმძღვანელობით და
ანსამბლი „მართვე“, -
განაცხადა ბაკურ
ბაკურაძემ.საქართველოს
პარლამენტის სხდომათა
დარბაზში საქართველოს
მეექვსე პრეზიდენტის
მიხეილ ყაველაშვილის
ინაუგურაციის ცერემონია 29
დეკემბერს გაიმართება.
ცერემონიის მოსამზადებელ
სამუშაოებს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი გაეცნო.