დაფინანსების აღება ფორმალური თუ არაფორმალური აღიარებაა, მაგრამ მთავარია იმ წესების დაცვა, რასაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიის ქმედების სტანდარტი ჰქვია, რაც არაა დაცული - გია ვოლსკი

Primetime.ge 16 საათი წინ 4
დაფინანსების აღება ფორმალური თუ არაფორმალური აღიარებაა, მაგრამ მთავარია იმ წესების დაცვა, რასაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიის ქმედების სტანდარტი ჰქვია, რაც არაა დაცული - გია ვოლსკი
დაფინანსების აღება ფორმალური თუ არაფორმალური აღიარებაა, მაგრამ მთავარია პოლიტიკური ზნეობა და იმ წესების დაცვა, რასაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიის ქმედების სტანდარტი ჰქვია, რაც დაცული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში დავობენ, არის თუ არა ეს დათმობა, პარლამენტში ყოფნის დადასტურება და სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალური აღიარება.„რასაკვირველია, ამ თემაზე კამათის დროს სიღრმისეული ანალიზის აუცილებლობა იკარგება. საუბარია იმაზე, რომ ხელფასს არ იღებენ, მაგრამ პარტიული დაფინანსება თუ მიიღეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგუებიან არჩევნებს და არჩევნების შედეგებს. საზოგადოების გასაგონად ზღაპრებს ჰყვებიან და სხვა რეალობაა. ხელფასებს მხოლოდ იმიტომ არ იღებენ, რომ პლენარული სხდომები გააცდინეს.რაც შეეხება გვარამიას და მელიას, თავი რომ გამოიდეს და საკუთარი თავი ხელშეუხებელ პოლიტიკურ სიწმინდედ რომ წარმოადგინეს, გაიხსენონ, რამდენი აქვთ დაფინანსება და თვიური შემოსავალი. ზოგადად, რაც ხდება, უზნეობის ნაკრებია. რასაკვირველია, დაფინანსების აღება ფორმალური თუ არაფორმალური აღიარებაა, მაგრამ მთავარია პოლიტიკური ზნეობა და იმ წესების დაცვა, რასაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიის ქმედების სტანდარტი ჰქვია, რაც დაცული არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია