„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა

Primetime.ge 3 კვირის წინ 42
„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობა საბურთალოზე მოხდა. მოკლული 49 წლის ნინო ხოჭოლავაა.ქალი, გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუს წერდა.„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას, გაუყევით ბილიკს, ჩემსას არა,თქვენსას...“ „ფრანც კაფკა, რომელიც არასოდეს დაქორწინებულა და შვილები არ ყოლია, ბერლინში ცხოვრებისას ყოველდღე ადგილობრივ პარკში სეირნობდა. ერთხელ ის პატარა გოგონას შეხვდა, რომელიც სათამაშო თოჯინის დაკარგვის გამო მწარედ ტიროდა. კაფკამ გოგონას ძებნაში დახმარება შესთავაზა… ის გოგონასთან ერთად მთელი საღამო წარუმატებლად ეძებდა თოჯინას. შემდეგ მოილაპარაკეს, რომ მეორე დღეს ისევ შეხვდებოდნენ და ძებნას გააგრძელებდნენ.  მეორე დღეს, როდესაც მათ ისევ ვერ იპოვეს სათამაშო, კაფკამ გოგონას “თოჯინის” მიერ დაწერილი წერილი გადასცა:  “ჩემო პატარა მეგობარო, გთხოვ უჩემოდ არ მოიწყინო - ხმამაღლა წაუკითხა მწერალმა - მე სამოგზაუროდ გავემგზავრე, რომ მთელი მსოფლიო შემოვიარო, ხშირად მოგწერ და გიამბობ ჩემს თავგადასავლებზე".ასე დაიწყო ამბავი, რომელიც კაფკას სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.  მომდევნო თვეების განმავლობაში მწერალი გოგონას წერილებსუკითხავდა, სადაც სათამაშო თოჯინა გოგონას თავის ზღაპრულ თავგადასავლებს უყვებოდა, რომლებიც გოგონას აჯადოვებდნენ...ტუბერკულიოზის გამწვავების გამო, კაფკას გერმანიის დატოვება მოუწია, წასვლის წინ, რომელიც მწერალისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, კაფკამ გოგონას სათამაშო თოჯინა აჩუქა. რა თქმა უნდა ის საერთოდ არ გავდა იმ სათამაშოს, რომელიც გოგონამ დაკარგა,მაგრამ მასზე იყო წარწერა:“მე დავბრუნდი ჩემო მეგობარო, უბრალოდ მოგზაურობისას გავიზარდე და შევიცვალე".ერთი წლის შემდეგ, კაფკა გარდაიცვალა. მრავალი წლის შემდეგ, უკვე ზრდასრულმა გოგონამ თოჯინის შეუმჩნეველ ღრიჭოში წერილი აღმოაჩინა. კაფკას მიერ ხელმოწერილ პაწაწინა წერილში ნათქვამი იყო: “ყველაფერი, რაც გიყვარს ოდესმე იკარგება, მაგრამ სიყვარული საბოლოოდ მაინც თავისებური სხვაგვარი გზებით ბრუნდება”. 
სრულად წაიკითხეთ სტატია