ერთიანი ეროვნული
გამოცდები 2025 იწყება.როგორც
ყოველთვის, კონკურსის
პირველი გამოცდა ქართულ
ენასა და ლიტერატურაშია. ამ
წუთებში (08:00) პირველი
ნაკადის რეგისტრაცია
მიმდინარეობს. უშუალოდ
საგამოცდო პროცესი კი 9
საათზე დაიწყება.წელს
უმაღლესში სწავლის
სურვილი საერთო ჯამში 80
000-მდე პირმა გამოთქვა.
ქვეყნის მასშტაბით
მდებარე 12 ქალაქში 24
საგამოცდო ცენტრია
გახსნილი. აქედან მხოლოდ
თბილისში ცხრა ცენტრი
მოქმედებს.საგამოცდო
დღეებში, მათ შორის დღესაც,
დილის 06:00 საათიდან საღამოს
20:00 საათამდე დამატებითი
საზოგადოებრივი
ტრანსპორტი იმუშავებს.