რეგულარული სექსუალური
ცხოვრება ბიოლოგიურ ასაკს
12 წლით აახალგაზრდავებს, -
ამის
შესახებ სექსოლოგიური
კლინიკა „ლიგას“
დირექტორი, მედიცინის
დოქტორი არჩილ ბაქრაძე
აცხადებს.„სექსუალური
აქტის დროს, ტვინი ისეთ
ბიოლოგიურ „ნარკოტიკებს“
გამოყოფს, სხვადასხვა
ფერმენტს, უამრავ
ნივთიერებას, რომელიც მთელ
ბიოქიმიას
აუმჯობესებს. 40-დან 60-წლამდე
მხოლოდ 20% აგრძელებს
სექსუალურ ცხოვრებას. არის
ის 20%, რომელიც ვერ ეგუება
ქალთან ურთიერთობის
დაკარგვის შანსს. აქ ძალიან
ბევრი სოციალური ფაქტორია -
ფინანსური და ა.შ.მათ, ვისაც
სურს ამ პროცესის
გაგრძელება, უნდა იცოდეს,
რომ დღევანდელი
სექსოლოგია ამის
საშუალებას იძლევა, რასაც
ჩვენ გაახალგაზრდავებას
ვუწოდებთ“, - აცხადებს
სექსოლოგი.