„ქედს ვუხრი კრძალვით შინდისელ ბიჭებს – სამშობლოს ნაცვლად რომ დაიძინეს…“ - ტარიელ ხარხელაური

Primetime.ge 2 საათი წინ 2
„ქედს ვუხრი კრძალვით შინდისელ ბიჭებს – სამშობლოს ნაცვლად რომ დაიძინეს…“ - ტარიელ ხარხელაური
17 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან. რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე. აქედან – 140 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2,232-ს. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაა 1,045.კონფლიქტის მსვლელობის დროს მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ჟურნალისტი. 8 აგვისტოს დაიღუპა ორი ქართველი ჟურნალისტი გია ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი. 12 აგვისტოს რუსეთის მიერ გორის დაბომბვის დროს გარდაიცვალა დანიელი ჟურნალისტი და ოპერატორი სტან სტორიმანსი.რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას. 2011 წლის აპრილიდან 2019 წლის აგვისტომდე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არაკანონიერი ბორდერიზაციის 155 შემთხვევა დაფიქსირდა. პოეტი ტარიელ ხარხელაური შინდისელი გმირების ხსოვას ემოციურ ლექსს უძღვნის...„თუკი სამყაროს დიდმა გამჩენმასამშობლოს დახსნა კიდევ გვაღირსოს,როგორც პირველი ცეცხლის გაჩენათქვენი სახელი ვიმარადისოთ.ვწერ,ჩემი ქვეყნის ტკივილი მაწევსგულზე დაშემკრთალ სუნთქვას მიმძიმებს,ქედს ვუხრი კრძალვითშინდისელ ბიჭებს –სამშობლოს ნაცვლად რომ დაიძინეს…“ტარიელ ხარხელაური
სრულად წაიკითხეთ სტატია