პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება

Primetime.ge 2 თვის წინ 30
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება
პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, “ქართული ოცნების“  გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, ურეკში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე, საპარლამენტო არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.„მადლობას გიხდით თითოეულს, რომ დგახართ ჩვენს გვერდით, მხარს უჭერთ „ქართულ ოცნებას“ და ოზურგეთის განვითარებას. მინდა იცოდეთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ვიქნები თქვენი წარმომადგენელი უკვე დელეგატის სტატუსით და აქტიურად ვიზრუნებ რეგიონის უფრო მეტი წარმატებისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის!“- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია