„მათ უნდათ, რომ არჩევნები საკუთარი გემოვნებით დაალაგონ, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს, ხალხის ნება გადამწყვეტია - არ ვაპირებთ, ქართველ ხალხს ვუღალატოთ“ - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 12 საათი წინ 3
„მათ უნდათ, რომ არჩევნები საკუთარი გემოვნებით დაალაგონ, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს, ხალხის ნება გადამწყვეტია - არ ვაპირებთ, ქართველ ხალხს ვუღალატოთ“ - შალვა პაპუაშვილი
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვუღალატოთ ქართველ ხალხს და მის არჩევანს, რომელიც 26 ოქტომბერს გაკეთდა, მათ შორის იმ ამომრჩევლების არჩევანს, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირეს მხარი," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.პაპუაშვილის შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნამ პრეზიდენტს და ოპოზიციას ყველანაირი ბრალდება გაუუქმა.„მათ უნდათ, რომ არჩევნები საკუთარი გემოთი დაალაგონ, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს, ხალხის ნება არის გადამწყვეტი. სასაუბროც კი გამოეცალათ. ეუთო/ოდირის დასკვნამ საფუძველი გამოაცალა რბილი ნათქვამია, ფაქტობრივად, გააუქმა ყველა ის ბრალდება, რომელიც მათ ჰქონდათ," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია