“თეატრალურის კვარტეტი”
საახალწლო ღონისძიებების
განრიგს სოციალურ ქსელში
აქვეყნებს. როგორც
გავრცელებულ
ინფორმაციაშია აღნიშნული,
ისინი მზად არიან
სადღესასწაულო განწყობის
შესაქმნელად.ასევე,
კვარტეტი საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქს, ილია
მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე
წლისთავს ულოცავს.
“საუკეთესო სურვილებით
გილოცავთ ყველას, ვინც დღეს
აღნიშნავთ შობის
დღესასწაულს!
გვიახლოვდება ახალი წელი
და გვინდა ბედნიერი
წელიწადი გისურვოთ
სრულიად საქართველოს -
ჯანმრთელობა, კეთილდღეობა
და წარმატება იყოს თქვენი
წლის მეგზური! აქვე, მთელი
გულით ვულოცავთ
აღსაყდრებიდან 47 წლის თავს
უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქსა და
მცხეთა-თბილისის მთავარ
ეპისკოპოსს, ილია მეორეს -
დაე, მრავალჟამიერ იყოს
მისი სიცოცხლე!ჩვენი
საახალწლო ღონისძიებები
უკვე დაიწყო საქართველოს
რეგიონებში. ჩვენი
სიმღერით ყოველთვის მზად
ვართ სადღესასწაულო
განწყობის შესაქმნელად და
ჩვენს მსმენელთან ერთად
ძვირფასი ადამიანური
მომენტების
გასაზიარებლად. 21.12.2024 -
ბოლნისი 25.12.2024 - ვანი 26.12.2024 -
ჩოხატაური 29.12.2024 - თეთრი
წყარო 30.12.2024 - დედოფლისწყარო
ფეხბედნიერი იყოს ახალი 2025
წელი სრულიად
საქართველოსთვის!” - წერს
“თეატრალურის კვარტეტი”.