პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ტელეკომპანია „იმედთან“ აქცია გამართეს

Primetime.ge 1 კვირა წინ 9
პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ტელეკომპანია „იმედთან“ აქცია გამართეს
პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები ტელეკომპანია „იმედთან“ აქცია გამართეს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა ეთერის დათმობა ითხოვეს და სარედაქციო პოლიტიკა გააკრიტიკეს„სამწუხაროდ, ტელეკომპანია „იმედი“ იქცა ყალბი ინფორმაციის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად. ჩვენი მოთხოვნა რჩება „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ, რომ ისინი ემსახურონ სიმართლეს, ემსახურონ ქართველ ხალხს და გახსნან ეთერი რომელშიც, სამწუხაროდ, მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში აძლევენ საშუალებას მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ესაუბრონ მოსახლეობას და არანაირი დებატი და არანაირი განსხვავებული აზრი ამ ტელეკომპანიის ეთერით, სამწუხაროდ, არ ისმის", - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე.პარტიის კიდევ ერთი წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ პროპაგანდისტულ მანქანად იქცა. „იმედის“ გამოყენებით, ისინი ცდილობენ, რომ ხალხს ინფორმაცია არ მიაწოდონ, ისინი მუშაობენ, როგორც პროპაგანდის მანქანა და ეს მათ არ შერჩებათ, რადგან ქართველი ხალხი აგრძელებს ყოველდღიურ პროტესტს, რითაც აუცილებლად მიაღწევს შედეგს", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია