2025 წლის 3 ივლისიდან 1-ელ
აგვისტომდე,
აბიტურიენტებისა და
საგამოცდო პროცესში
ჩართული პირებისთვის
დამატებითი ავტობუსების
მარშრუტები დაინიშნება -
განაცხადა დედაქალაქის
მერმა მუნიციპალიტეტის
მთავრობის დღევანდელ
სხდომაზე.კახა კალაძის
თქმით, საგამოცდო დღეებში,
ავტობუსები საგამოცდო
ცენტრებთან მისასვლელ
მარშრუტებზე 06:00-დან 20:00
საათამდე იმოძრავებენ და
მგზავრებს სტანდარტული
ტარიფით
მოემსახურებიან.„ახლოვდება
ეროვნული გამოცდები, მინდა
აბიტურიენტებს
წარმატებები ვუსურვო და
მივაწოდო მათთვის საჭირო
ინფორმაცია. 3 ივლისიდან 1-ელ
აგვისტომდე, შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული
ცენტრის მიერ განსაზღვრულ
საგამოცდო პერიოდში,
საგამოცდო ცენტრებამდე
მისასვლელად,
აბიტურიენტებისა და
საგამოცდო პროცესში
ჩართული პირებისთვის
დამატებითი ავტობუსების
მარშრუტები დაინიშნება“, –
განაცხადა კახა
კალაძემ.N39-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე
საჯარო სკოლების
მიმართულებით ავტობუსების
მარშრუტები მგზავრებს
ალექსანდრე გობრონიძისა
და ვეკუას ქუჩების
კვეთიდან (მეტრო სადგურ
“ახმეტელის თეატრის”
მიმდებარე ტერიტორია)
მოემსახურებიან.N147-ე საჯარო
სკოლის მიმართულებით
ავტობუსები იმოძრავებენ
მეტრო სადგურ „დიდუბის“
ქვედა გასასვლელის
მიმდებარე ტერიტორიიდან
(ანზორ აბულაშვილის ქუჩა),
ხოლო N103-ე საჯარო სკოლის
მიმართულებით ავტობუსები
იმოძრავებენ მეტრო სადგურ
„სამგორის“ ზედა
გასასვლელის მიმდებარე
ტერიტორიიდან (კახეთის
გზატკეცილი).საგამოცდო
პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 199-ე
საჯარო სკოლებში 23 ივლისის
ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო
სკოლაში პირველ
აგვისტომდე გაგრძელდება.