მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ETERNITY 2024“ დასრულდა

Primetime.ge 2 თვის წინ 62
მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ETERNITY 2024“ დასრულდა
მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ETERNITY 2024“ დასრულდა.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, სადაც ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა საინჟინრო განაღმვის, მოწინააღმდეგეზე იერიშის, სამედიცინო ევაკუაციისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. საველე წვრთნებში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფიც მონაწილეობდა.საჩვენებელი სწავლების შემდეგ, სტუმრებმა გადაინაცვლეს კრწანისის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში, სადაც საშტაბო კომპონენტს გაეცნენ და სწავლების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი მოისმინეს.დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ, ასევე, ორივე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედროებმა ETERNITY 2024-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს.საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2024 თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია