„მადლობა ბატონ ანზორ
ერქომაიშვილს
თანადგომისთვის, დიდება
მის სულს და მადლობა
ყველას, ვინც მას გვერდში
ედგა" - ამ სიტყვებით
მიმართა ფოლკლორის
სახელმწიფო ცენტრის
დირექტორმა გიორგი
დონაძემ თბილისის
საკრებულოში შეკრებილ
საზოგადოებას, რომელიც
ანზორ ერქომაიშვილის
წიგნის - „საქართველო -
ისტორია, კულტურა,
ეთნოგრაფია“ ქართული
ვერსიის პრეზენტაციას
დაესწრო.გამოცემა შედგება
სამი ტომისაგან, მათ ახლავს
მეხსიერების ბარათი,
რომელიც ქართული ხალხური,
საეკლესიო, საკრავიერი
მუსიკისა და ქორეოგრაფიის
2491 ნიმუშებს
მოიცავს.უნიკალური წიგნი,
თავდაპირველად ინგლისურ
ენაზე, ფონდ „ქართუს"
დაფინანსებით, ამერიკულმა
საგამომცემლო სახლმა
„ნოვა საიენსიმ" 2019 წელს
გამოსცა.„2019 წელს ყველა
ერთად ვესწრებოდით
ინგლისურენოვანი
გამოცემის პრეზენტაციას,
სადაც ბატონი ანზორი
გახლდათ მთავარი
წარმდგენი. კარგად მახსოვს
მისი სიტყვა. მეც
თანაწამყვანი ვიყავი და
ვკითხე, თუ რის თქმას
აპირებდა. არაფერიო, მარტო
მადლობები უნდა ვთქვაო.
მისი მთავარი სიტყვა
სწორედ მადლობა გახლდათ,
არსი ცხოვრებისა კი
მადლიერება. მართლაც,
სცენაზე მყოფმა მხოლოდ
მადლობები გადაიხადა. ეს
ამბავი განასახიერებს მის
პიროვნებას" - აღნიშნა
გიორგი დონაძემ.მან
ქართული მრავალხმიანობის
გადარჩენისა და
განვითარებისთვის, ანზორ
ერქომაიშვილის მიერ
განხორციელებულ
პროექტებზე კიდევ ერთხელ
ისაუბრა.„დღეს ჩვენ კიდევ
ერთხელ შეგვკრიბა ბატონმა
ანზორმა და კიდევ ერთხელ
გავიხსენოთ, რა დიად ამბებს
უკავშირდება მისი
სახელი.წინა
პრეზენტაციაზეც ვთქვი -
ბატონი ანზორის
შემოქმედების გვირგვინი
და მთავარი მიღწევა
,,მართვე” იყო.,,მართვემ"
შემოატრიალა ქართული
მრავახმიანობა ჩვენს
სამშობლოში. დააბრუნა ის,
რაც თითქმის დაკარგვის
პირას იყო მისული. ანსამბლი
„რუსთავი" - დღეს ძალიან
ბევრი ანსამბლია
საქართველოში, მაგრამ იყო
პერიოდი, როდესაც მხოლოდ
ორი ანსამბლი იყო:
სახელმწიფო ანსამბლი და
ანსამბლი „რუსთავი",
რომელიც ბატონმა ანზორმა 1968
წელს დააფუძნა და
კოლოსალური სამუშაო
გასწია ქართული
მრავალხმიანობის
პოპულარიზაციისთვის,
როგორც საქართველოში, ისე
მის ფარგლებს გარეთ.ანზორ
ერქომაიშვილის სახელს
უკავშირდება დიდებული
გამოცემები, უნიკალური
ჩანაწერების მოძიება
უცხოურ არქივებში.
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
კურთხევით, ფონდთან -
„ქართულ გალობა" ერთად
დააფუძნა გალობის
უნივერსიტეტი, რომელიც
უკვე დღეს თაობებს
ზრდის.ფოლკლორის ცენტრის
სალოტბარო სკოლების
გახსნაც ანზორ
ერქომაიშვილთან ერთად
დავიწყეთ. დღეს უკვე 35
სალოტბარო სკოლა აქვს
ფოლკლორის ცენტრს, სადაც 1000 -
ზე მეტი ბავშვი სწავლობს
მრავალხმიან სიმღერას და
ტრადიციულ ქართულ გალობას,
სრულიად უსასყიდლოდ.
სწორედ გალობის
უნივერსიტეტის
კურსდამთავრებულები
დადიან რეგიონებში და უკვე
ისინი ზრდიან თაობებს.ეს
ყველაფერი ბატონი ანზორის
სახელს უკავშირდება!
მადლობა მას
თანადგომისთვის, დიდება
მის სულს და მადლობა
ყველას, ვინც მას გვერდში
ედგა", - განაცხადა
მან.გიორგი დონაძემ
განსაკუთრებულად აღნიშნა
ფონდ ,,ქართუს" და ბიძინა
ივანიშვილის წვლილი
ქართული კულტურის
მხარდაჭერის საქმეში.„არ
შეიძლება, არ გავიხსენო
ერთი ფაქტიც, როდესაც
ძალიან მძიმე მდგომარეობა
იყო ქვეყანაში, მართვედან
სულ ახალი წამოსულები
ვიყავით, პატარები ვიყავით
, დაშლის პირას იყო
ანსამბლები და მაშინ
ფონდმა ,,ქართუმ"
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი როლი
ითამაშა და ანსამბლი
„რუსთავი", „ქართული ხმები"
და კიდევ ბევრი ანსამბლი,
ჩამოთვლას არ გავაგრძელებ,
გადაარჩინა. უსახსრობის
პერიოდში თავის მხრებზე
აიღო და წლების
განმავლობაში ატარა. არ
შეიძლება ამის არ აღნიშვნა,
ყოველთვის უნდა ვთქვათ ეს
და კიდევ უამრავი პროექტი,
მადლობა ,,ქართუს", პირადად
ბატონ ბიძინა ივანიშვილს
ქართული სულის
გადარჩენისთვის" -
განაცხადა გიორგი დონაძემ.