მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა თანაგუნდელის ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.
ინგლისელის თქმით, ფეხბურთში რასიზმის შემთხვევების სიმრავლის გამო, ვინისიუსი კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.
“ეს ნამდვილად რთულია, ვინი ამის გამო ძალიან წუხს. ვინისიუსი რომელსაც მე ვიცნობ, მუდამი იღიმის და ბედნიერია. ის საფეხბურთო კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.
ჩვენ მას რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი უნდა დავუჭიროთ და ვაჩვენოთ, რომ ძალიან გვიყვარს”, – ციტირებს As-ი ბელინგემის სიტყვებს.