"იუმორი არასოდეს იყო მისი ძლიერი მხარე" - თადუმაძე გახარიას პასუხობს

Primetime.ge 2 დღის წინ 4
"იუმორი არასოდეს იყო მისი ძლიერი მხარე" - თადუმაძე გახარიას პასუხობს
გუშინ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. ის ვარაუდობს, რომ ინდივიდუალური, პერსონალური სანქციები კიდევ უფრო შორს წავა."შალვას [თადუმაძეს], რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, ვურჩევ, რომ არ იჩქაროს, რადგან კიდევ ბევრი სანქციები იქნება სხვადასხვა სახელმწიფოსგან, დააგროვოს და ისე მიმართოს ევროპულ სასამართლოს,"- თქვა გახარიამ."პრაიმ ტაიმი" გახარიას განცხადებაზე კომენტარისთვის დაუკავშირდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, შალვა თადუმაძეს, რომელიც გეგმავს, დასანქცირების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.გიორგის მეც კარგად ვიცნობ და იუმორი არასოდეს იყო მისი ძლიერი მხარე, - თქვა შალვა თადუმაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია